ტიანძინი
From Wikipedia, the free encyclopedia
ტიანძინი (ჩინ.: 天津) — მეტროპოლისი ჩინეთის ჩრდილო-აღმოსავლეთით. ეს დასახლებული პუნქტი არის ქვეყნის ოთხი ცენტრალური დაქვემდებარეობის ქალაქიდან ერთი. ტიანძინის ურბანულ ტერიტორიას ესაზღვრება ხებეის პროვინცია და პეკინის (პეიძინგის) მუნიციპალიტეტი, რაც შეეხება აღმოსავლეთის საზღვარს, ის გადის ბოჰაის ყურეზე რომელიც წარმოადგენს ყვითელი ზღვის შემადგენელ ნაწილს. მოსახლეობის თვალსაზრისით ამ ტერიტორიას ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში მეექვსე ადგილი უკავია, ხოლო ფართობის მიხედვით მეხუთე ადგილს იკავებს, პეკინის, შანჰაის, გუანჯოუს და შენიანის შემდეგ.
ქალაქი | |
---|---|
ტიანძინი ჩინ.: 天津 | |
ქვეყანა | ჩინეთი |
შიდა დაყოფა | Heping District, Hedong District, Tianjin, Hexi District, Tianjin, Nankai District, Hebei District, Hongqiao District, Dongli District, Xiqing District, Jinnan District, Beichen District, Wuqing District, Baodi District, ბინჰაი, Ninghe District, Jinghai District და Jizhou District |
კოორდინატები | 39°08′00″ ჩ. გ. 117°11′00″ ა. გ. |
ქალაქის მერი | ჰუან სინგო |
დაარსდა | 1404 |
ფართობი | 11 920 კმ² |
ცენტრის სიმაღლე | 5±1 მეტრი |
მოსახლეობა | 12 281 600 კაცი (2009) |
სიმჭიდროვე | 1044,4 კაცი/კმ² |
აგლომერაცია | 23 800 423 |
სასაათო სარტყელი | UTC+8 |
სატელეფონო კოდი | +86 22 |
საფოსტო ინდექსი | 300000-319000 |
საავტომობილო კოდი | 津A, B, C; 津E |
ოფიციალური საიტი | .tj.gov.cn |
ქალაქ ტიანძინის ფართობი შეადგენს 11 920 კმ². ურბანული ტერიტორია გაშენებულია მდინარე ხაიხეს სანაპიროზე, აქ მდებარეობს პორტი, რომელიც ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებს ქალაქში. მიუხედავად იმისა რომ ეს დასახლება ყვითელ ზღვასთან საკმაოდ ახლოს მდებარეობს, აქ კლიმატი მაინც კონტინენტურია. ტიანძინიდან 96 კილომეტრში მდებარეობს დედაქალაქი პეკინი, ეს ორი ქალაქი ერთმანეთს მაღალსიჩქარიანი რკინიგზის მეშვეობით უკავშირდება.