From Wikipedia, the free encyclopedia
ტიაგო ალკანტარა დო ნასიმენტო (პორტ. Thiago Alcântara do Nascimiento; ესპ. Thiago Alcántara do Nascimento (del Nascimento); დ. 11 აპრილი, 1991), საყოველთაოდ ცნობილი, როგორც ტიაგო — ესპანელი ფეხბურთელი, თამაშობდა ცენტრალური ნახევარმცველის პოზიციაზე. 2016 და 2020 წლების ევროპის ჩემპიონატისა და 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატის მონაწილე ესპანეთის ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში.
პირადი მონაცემები | |||
---|---|---|---|
სრული სახელი | ტიაგო ალკანტარა დო ნასიმენტო | ||
დაბადების თარიღი | 11 აპრილი, 1991 | ||
დაბადების ადგილი | ბარი, იტალია | ||
სიმაღლე | 174 სმ | ||
სათამაშო პოზიცია | ნახევარმცველი | ||
ახალგაზრდული კარიერა | |||
1995–1996 | ფლამენგო | ||
1996–2000 | ურეკა | ||
2000–2001 | კელმე | ||
2001–2005 | ფლამენგო | ||
2005–2008 | ბარსელონა | ||
პროფესიონალური კარიერა* | |||
წლები | გუნდი | მატჩი | (გოლი) |
2008–2011 | ბარსელონა B | 59 | (3) |
2009–2013 | ბარსელონა | 68 | (7) |
2013–2020 | ბაიერნი | 150 | (17) |
2020– | ლივერპული | 68 | (2) |
სულ | 341 | (28) | |
ეროვნული ნაკრები | |||
2007 | ესპანეთი 16 | 1 | (0) |
2007–2008 | ესპანეთი 17 | 8 | (5) |
2009 | ესპანეთი 18 | 1 | (1) |
2009–2010 | ესპანეთი 19 | 11 | (4) |
2010–2013 | ესპანეთი 21 | 21 | (6) |
2011–2021 | ესპანეთი | 46 | (2) |
* პროფესიონალურ კლუბებში გამოსვლა და გოლები მხოლოდ ეროვნული ლიგებისთვის იანგარიშება |
ტიაგო დაიბადა სან პიეტრო ვერნოტიკოში, იტალიაში, გაიზარდა ესპანეთში. მისი მამა არის ბრაზილიელი მსოფლიო თასის მფლობელი მაზინიო.[1] ფეხბურთის თამაში დაიწყო „ფლამენგოში“ ხუთი წლის ასაკში. შემდეგ მამამისი გადავიდა ესპანეთში და ტიაგომ თამაში განაგრძო გალისიურ კლუბ „ურეკაში“ ნიგრანში. 2001 წელს ის თამაშობდა „კელმეში“, როცა მამამისი თამაშობდა „ელჩეში“.[2][3] 2005 წელს, 10 წლის ასაკში ის დაბრუნდა „ფლამენგოში“, შემდეგ კვლავ ესპანეთში დაბრუნდა და კონტრაქტი გააფორმა „ბარსელონასთან“, სადაც თამაშობდა ასევე მისი ბიძაშვილიც.[4]
2009 წლის 17 მაისს, 18 წლის ასაკში ჰქონდა დებიუტი „ბარსელონას“ პირველ გუნდში, როცა შეცვალა ეიდურ გუდიონსენი 63-ე წუთზე, „მალიორკასთან“ მატჩში. 2010 წლის 20 თებერვალს იაია ტურეს ნაცვლად შემოვიდა 76-ე წუთზე და გაიტანა პირველი გოლი „რასინგთან“ 4-0 მოგებულ მატჩში, კამპ ნოუზე.[5][6] 2011 წლის 29 ივნისს ტიაგომ კლუბთან გააფორმა ახალი კონტრაქტი 2015 წლის 30 ივნისამდე, €30 მილიონის სატრანსფერო ღირებულებით.
ტიაგომ მონაწილეობა მიიღო 2008 წლის ევროპის 17-წლამდელთა ჩემპიონატში, დაეხმარა ესპანეთს გათამაშების მოგებაში. ასევე ნაკრებში იმყოფებოდა 2011 წლის ევროპის 21-წლამდელთა ჩემპიონატზეც, სადაც 40 იარდიდან თავისუფალი დარტყმით გოლი გაიტანა შვეიცარიასთან 4-0 მოგებულ მატჩში.[7]
ეროვნულ ნაკრებში პირველად გამოიძახეს 2011 წლის 10 აგვისტოს იტალიასთან მატჩში. დებიუტი შედგა იმავე წლის 6 სექტემბერს, 2012 წლის ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპზე ლიხტენშტეინთან 6-0 მოგებულ მატჩში.
კლუბი | სეზონი | ჩემპიონატი | თასი | ევროპა | სხვა [8] | Total | |||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
მატჩი | გოლი | მატჩი | გოლი | მატჩი | გოლი | მატჩი | გოლი | მატჩი | გოლი | ||
ბარსელონა B | 2007–08 | 5 | 0 | – | 5 | 0 | |||||
2008–09 | 25 | 0 | – | 25 | 0 | ||||||
2009–10 | 18 | 3 | – | 18 | 3 | ||||||
2010–11 | 11 | 0 | – | 11 | 0 | ||||||
ჯამში | 59 | 3 | – | 59 | 3 | ||||||
ბარსელონა | 2008–09 | 1 | 0 | 0 | 0 | 0 | 0 | 0 | 0 | 1 | 0 |
2009–10 | 1 | 1 | 1 | 0 | 0 | 0 | 0 | 0 | 2 | 1 | |
2010–11 | 12 | 2 | 3 | 1 | 1 | 0 | 1 | 0 | 17 | 3 | |
2011–12 | 27 | 2 | 8 | 2 | 7 | 0 | 3 | 0 | 45 | 4 | |
ჯამში | 41 | 5 | 12 | 3 | 8 | 0 | 4 | 0 | 65 | 8 | |
ჯამში კარიერაში | 100 | 8 | 12 | 3 | 8 | 0 | 4 | 0 | 124 | 11 |
ეროვნული ნაკრები | წელი | მატჩი | გოლი |
---|---|---|---|
ესპანეთი |
2011 | 3 | 0 |
2012 | 0 | 0 | |
2013 | 1 | 0 | |
2014 | 1 | 0 | |
2015 | 2 | 0 | |
2016 | 11 | 0 | |
2017 | 7 | 1 | |
2018 | 9 | 1 | |
2019 | 3 | 0 | |
2020 | 2 | 0 | |
2021 | 7 | 0 | |
ჯამში | 46 | 2 |
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.