ტვინის 10 პროცენტის მითი
From Wikipedia, the free encyclopedia
ტვინის 10 პროცენტის მითი — ფართოდ გავრცელებული ურბანული ლეგენდა, რომლის მიხედვითაც ადამიანთა უმრავლესობა თავისი ტვინის მხოლოდ 10 (ან სხვა მცირე) პროცენტს იყენებს. ეს მოსაზრება სხვა ბევრ პიროვნებასთან ერთად, ალბერტ აინშტაინსაც მიეწერება.[1] მითი ექსტრაპოლაციის მეთოდზე დაყრდნობით გვთავაზობს იმ იდეასაც, რომ ადამიანს შეუძლია გამოიყენოს ტვინის დარჩენილი პოტენციალი და განივითაროს ინტელექტი.
ახალი გამოცდილებების და კვლევების მეშვეობით გამოვლინდა ცვლილებები რუხ და თეთრ ნივთიერებაში, მაგრამ ჯერჯერობით არ არის დადასტურებული, რას გულისხმობს ეს ცვლილებები.[2] ცნობილი მოსაზრება იმის შესახებ, რომ ტვინის დიდი ნაწილი გამოუყენებელია და შეიძლება შემდეგში „გააქტიურდეს“ პოპულარულ ფოლკლორში რჩება და არ გვხვდება მეცნიერებაში. მიუხედავად იმისა, რომ საიდუმლოებები ტვინის ფუნქციონირებასთან დაკავშირებით ისევ არსებობს, მაგალითად, მეხსიერება და ცნობიერება — ტვინის ფიზიოლოგიური რუკა გვეუბნება, რომ მის თითოეულ უბანს აქვს გარკვეული ფუნქცია.[3][4]