From Wikipedia, the free encyclopedia
ტეტ-ბეში (ფრანგ. tête-bêche — „ვალეტი„, „პირშექცეული“) ეწოდება ორი ერთნაირი საფოსტო მარკის პირშექცეულ გადაბმას, როდესაც ისინი ერთმანეთის მიმართ 180°-ით არიან შებრუნებულები. მარკები ასე შეიძლება იყოს გამიზნულად დაბეჭდილი ან შემთხვევით (შეცდომით). ტეტ-ბეში მარკები საკმაოდ ხშირია ფილატელიაში და წარმოადგენს ცალკე საკოლექციო ერთეულს.
ტეტ-ბეში შეიძლება იყოს ჰორიზონტალური ან ვერტიკალური, იმის მიხედვით, თუ როგორია წყვილი მარკის ურთიერთგანლაგება.
არსებობს ლეგენდა, რომლის თანახმად ტეტ-ბეში გამოიგონა გრავიორმა ანატოლი იულომ 1860 წელს და შესთავაზა საფრანგეთის საფოსტო ადმინისტრაციას, როგორც გაყალბებისაგან დამცავი მექანიზმი.
გამიზნული ტეტ-ბეში იბეჭდება, როდესაც ფურცელზე მარკების პირშექცეული განლაგება უფრო ხელსაყრელია ბუკლეტების ბეჭდვისათვის. ხშირად ასეთი ტეტ-ბეში გაყიდვაში არ ხვდება, რადგან ფურცელს ჭრიან ხოლმე. მაგალითად, ბრიტანული 5 პენსიანი მარკების დაზგური სერია (ინგლ. Machin series), რომელიც დაიბეჭდა ფურცელზე განლაგებული 24 მარკის ბუკლეტების სახით, რომელიც შემდგომ იჭრებოდა 4 ნაწილად. ეს მარკები გაყიდვაში გამოვიდა 1970 წელს და მისი ნიმუშები დაცულია ბრიტანეთის საფოსტო მარკების საკონსულტაციო კომიტეტის წევრის, ცნობილი ფილატელისტის ტონი უოლკერის კოლექციაში.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.