ტერუელის მუნიციპალიტეტები
From Wikipedia, the free encyclopedia
ტერუელის პროვინცია შედის არაგონის ავტონომიურ გაერთიანებაში და შედგება 236 მუნიციპალიტეტისაგან. ესპანეთის ადგილობრივი თვითმმართველობის კანონის (ესპ. Ley reguladora de las Bases del Régimen Local) თანახმად მუნიციპალიტეტი წარმოადგენს სახელმწიფოს ტერიტორიული მოწყობის ძირითად სუბიექტს, რომლის ძირითადი ელემენტებია ტერიტორია, მოსახლეობა და ადგილობრივი ადმინისტრაცია. თითოეულ მუნიციპალიტეტს აქვს საბჭო, კომისია (მინისტრთა კაბინეტის მსგავსი) და ყავს მერი (ალკალდი). მუნიციპალური საბჭოს წევრებს ირჩევენ პროპორციული არჩევნების გზით.[1][2]
ტერუელის მუნიციპალიტეტები ერთიანდებიან 10 კომარკაში: ბახო-არაგონი, ბახო-მარტინი, ხილოკა, კუენკას-მინერასი, ანდორა-სიერა-დე-არკოსი, ტერუელი, მაესტრასგო, სიერა-დე-ალბარასინი, გუდარ-ხავალამბრე, მატარანია.
ტერუელის პროვინციის ფართობია 14 808 კმ² და 2020 წლის მონაცემებით მოსახლეობის რაოდენობა შეადგენს 134 176 მაცხოვრებელს.[3] დედაქალაქია ტერუელი, რომელიც ასევე მოსახლეობის მიხედვით ყველაზე დიდი მუნიციპალიტეტია. ფართობით ყველაზე დიდია ალკანიისი (472,1 კმ²), ხოლო ყველაზე პატარაა — ლა-კუბა (6,51 კმ²)[4].