From Wikipedia, the free encyclopedia
ტერნოპილის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი (უკრ. Тернопільський державний медичний університет імені І. Я. Горбачевського) — უმაღლესი სასწავლო დაწესებულება უკრაინის ქალაქ ტერნოპილში. დაარსდა 1957 წელს, ხოლო ექიმების პირველი გამოშვება (203 ექიმი) შედგა 1961 წლის ივნისში. 1992 წლის 1 ივლისს, უკრაინის მინისტრთა კაბინეტის №363 დადგენილებით, უნივერსიტეტს მიენიჭა წარმოშობით ტერნოპილელ მეცნიერის ივან გორბაჩევსკის სახელი. 1997 წლის 30 იანვარს უნივერსიტეტს სამედიცინო აკადემიის წოდება მიენიჭა, ხოლო 2004 წლის 17 ნოემბრიდან 2 დეკემბრამდე უკრაინის მინისტრთა კაბინეტის გადაწყვეტილებით უნივერსიტეტის რეორგანიზაცია მოხდა და იგი სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტად გადაიქცა.
ამ სტატიაში არ არის მითითებული სანდო და გადამოწმებადი წყარო. |
ტერნოპილის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი | |
---|---|
დევიზი | Cogitare et bonum facěre |
დაფუძნდა | 1957 |
ტიპი | უნივერსიტეტი |
რექტორი | Mykhailo Korda |
პროვოსტი | მიხეილ კორდა |
ქალაქი | ტერნოპილი |
შტატი | უკრაინა |
ქვეყანა | უკრაინა |
https://www.tdmu.edu.ua/ |
უნივერსიტეტში ამჟამად 40-მდე კათედრაა.
სამედიცინოს სტუდენტები პრაქტიკულ სამუშაოებს გადიან ქალაქ.ტერნოპილის ცენტრალურ საავადმყოფოში, რომელიც დაარსდა 1958 წელს.
48 კათედრაზე მუშაობს 87 მედიცინის დოქტორი, პროფესორი და 348 მედიცინის დოქტორის კანდიდატი, დოცენტები და ა.შ. -3 NAMS უკრაინის წევრ-კორესპონდენტი, 9 დამსახურებული წარმომადგენელი მეცნიერებისა და ტექნიკის, 2 დამსახურებული მუშაკი განათლების, 2 ლაურეატი სახელმწიფო პრემიის უკრაინის მეცნიერებისა და ტექნოლოგიების, 3 დამსახურებული გამომგონებელი, 3 დამსახურებული ექიმი უკრაინის.
უნივერსიტეტში სწავლობს 3500 სტუდენტი, რომელთა შორის 1500 უცხო ქვეყნის მოქალაქეა, 53 სხვადასხვა ქვეყნიდან[1]. სწავლება უცხოელი სტუდენტებისთვის მიმდინარეობს ინგლისურ ენაზე.
უნივერსიტეტი თანამშრომლობს ევროპისა და აშშ-ს 10 სხვადასხვა უმაღლეს სამედიცინო უნივერსიტეტთან. მათ შორის თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტთან.
უნივერსიტეტმა თავისი არსებობის მანძილზე მოამზადა 25 000 კურსდამთავრებული, რომლებიც შემდეგ გახდნენ სპეციალისტები. ისინი წარმატებით მუშაობენ უკრაინის სხვადასხვა წამყვან კლინიკებში და ასევე უცხოეთშიც. 600 კურსდამთავრებული გახდა კანდიდატი მედიცინის დოქტორობის, ხოლო 100 მედიცინის დოქტორი და პროფესორი.
მიმდინარე სახელმწიფოს ეროვნული რეიტინგის მიხედვით, რომელსაც აფასებს სისტემა „კროტ“, უნივერსიტეტი იკავებს ერთ-ერთ წამყვან პოზიციას უკრაინის უმაღლეს სამედიცინო უნივერსიტეტებს შორის.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.