ტერაკოტა
From Wikipedia, the free encyclopedia
ტერაკოტა (იტალ. terracotta; გამომწვარი მიწა) — მოუჭიქავი, გამომწვარი თიხისაგან დამზადებული ფერადი კერამიკული ნაკეთობანი, რომლებსაც მხატვრული და უტილიტარული დანიშნულება აქვთ (ჭურჭელი, ლარნაკები, ქანდაკება, სათამაშოები...). გავრცელებული იყო საზოგადოების განვითარების ყველა საფეხურზე, განსაკუთრებით ანტიკურ და შუა საუკუნეების აღორძინების და XVII-XIX საუკუნეების ხელოვნებაში. ტერაკოტს იყენებენ თანამედროვე მხატვრობაშიც.