From Wikipedia, the free encyclopedia
ტევტობურგის ტყის ბრძოლა (გერმ. Schlacht im Teutoburger Wald, Hermannsschlacht ან Varusschlacht) — სამხედრო დაპირისპირება რომის იმპერიის ლეგიონებსა და ძველ გერმანულ ტომებს შორის. რომაელი ისტორიკოსები ამ ბრძოლას აღწერდნენ, როგორც clades Variana (კლადის ვარიანა, ვარიანის კატასტროფა). ბრძოლა ახ. წ. 9 წელს ტევტობურგის ტყეში გაიმართა.
ტევტობურგის ტყის ბრძოლა | |||
---|---|---|---|
გერმანულ-რომაული ომების ნაწილი | |||
გერმანელი მებრძოლების თავდასხმა | |||
თარიღი | დაახ. სექტემბერი, 9 | ||
მდებარეობა | ოსნაბრიუკი, ქვემო საქსონია | ||
შედეგი | გერმანელთა გამარჯვება. რომის იმპერიის გამოსვლა გერმანიიდან. | ||
მხარეები | |||
| |||
ძალები | |||
| |||
დანაკარგები | |||
| |||
ტევტობურგის ტყის ბრძოლა ვიკისაწყობში |
ძველი გერმანული ტომების ალიანსი ჩაუსაფრდა, თავს დაესხა და გაანადგურა რომის იმპერიის სამი ლეგიონი (XVII, XVIII და XIX ლეგიონები) და კავალერია, პუბლიუს კვინტილიუს ვარუსის მეთაურობით. ანტი-რომაულ ალიანსს ხელმძღვანელობდა არმინიუსი, ახალგაზრდა გერმანელი, რომელსაც რომის იმპერიის მოქალაქეობა ჰქონდა მიღებული, ასევე მიღებული ჰქონდა რომაული სამხედრო განათლება. ამგვარად მან შეძლო რომაელი მეთაურის მოტყუება და რომაული არმიის ტაქტიკური რეაგირების წინასწარ განჭვრეტა.
ამ მარცხის შემდეგ, რომის იმპერიამ გერმანელთა წინააღმდეგ რამდენიმე წარმატებული კამპანია განახორციელა, რომაულმა არმიამ წლების მანძილზე აწარმოა რეიდები, თუმცა რომის იმპერიას მდინარე რაინის აღმოსავლეთით გერმანული ტერიტორიების დაპყრობა აღარასდროს უცდია. ტევტობურგის ტყეში გერმანელთა მიერ რომაული ლეგიონების დამარცხებამ, მომდევნო წლებში როგორც ძველი გერმანელების, ისე რომის იმპერიის ისტორიაზე დიდი ზეგავნელა იქონია. თანამედროვე ისტორიკოსები არმინიუსის გამარჯვებას განიხილავენ, როგორც „რომის უდიდეს დამარცხებას“[3], ეს ბრძოლა კი ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან და გადამწყვეტ ბრძოლად არის მიჩნეული[4][5][6][7][8][9].
რამაელების არმიას პუბლიუს კვინტილიუს ვარუსი მეთაურობდა, დიდგვაროვანი და გამოცდილი სამთავრობო მოხელე, რომელიც ძვ. წ. 13 წელს რომის იმპერიის კონსულად აირჩიეს, მისი თანაკონსული კი ტიბერიუს კლავდიუს ნერონი იყო. პუბლიუსი წარმოშობით პატრიციების საგვარეულოდან იყო[10], აღსანიშნავია, რომ საგვარეულოს კავშირში ჰქონდა რომის იმპერიულ ოჯახთან[11]. ახ. წ. 6 წლის ზამთავრში პუბლიუსს ახალი პროვინციის გერმანიის კონსოლიდირება დაევალა[10]. ამავე წელს, გაიუს სენტიუს სატურნინუსი[12][13] და მარკუს აემილიუს ლეპიდუსი მეთაურობდნენ შეტევით ოპერაციას, სვებური ტომის მარკომანებისა და მათი მეფის მარობოდუსის წინააღმდეგ[10][14]. მას შემდეგ, რაც ძვ. წ. 9 წელს დრუსუს I-თან დამარცხდნენ, მარკომანები ბოიების ტერიტორიაზე გადასახლდნენ და მარობოდუსის მეთაურობით ალიანსი ჩამოაყალიბეს, რომელშიც შედიოდნენ ჰერმუნდურები, კვადები, სემნონები, ლუგები, ზუმები, ბუტონები, მუგილონები, სიბინები და ლანგობარდები[15]. ოპერაციაში მონაწილეობდა რომის მასიური არმია. რომაული არმია მოიცავდა 65 000 მზიმე ქვეით ლეგიონერს, 10 000 - 20 000 მხედარსა და მშვილდოსანს, 10 000 - 20 000 მშვიდობიან მოსახლეობას (13 ლეგიონი და მათი გარემოცვა, საერთო ჯამში დაახლოებით 100 000 ადამიანი).
ახ. წ. 4 წელს ტიბერიუსი გერმანიაში ილაშქრა, ქვემო გერმანიაში დაიმონა კანანეფატები, მდინარე ვეზერის ზემო ნაწილის მახლობლად ხატები, ხოლო ტევტობურგის ტყის სამხრეთით ბრუკტერები, ამის შემდეგ კი არმიას ვეზერის გაღმა წარუძღვა. თუმცა ახ. წ. 6 წელს ილირიკუმის პროვინციაში აჯანყებამ იფეთქა, რომელმაც დაახლოებით ოთხ წელს გასტანა. ტიბერიუსი იძულებული გახდა მარობოდუსის წინააღმდეგ წამოწყებული კამპანია შეეწყვიტა და მარობოდუსი მეფედ ეღიარებინა[16]. ამის შემდეგ, ტიბერიუსმა რვა ლეგიონი (VIII, XV, XX, XXI, XIII, XIV, XVI ლეგიონები და უცნობი ქვედანაყოფი[17]) ბალკანეთისკენ აჯანყების ჩასახშობად გაგზავნა.
ბალკანეთში აჯანყების ჩასახშობად რომაული ლეგიონების თითქმის ნახევარი გაიგზავნა, აღსანიშნავია, რომ აჯანყება მუდმივმა უყურადღებობამ, ენდემური საკვების უკმარისობამ, მაღალმა გადასახადებმა და გადასახადების ამკრეფთა მკაცრმა ქცევამ გამოიწვია. სამხედრო კამპანიას ტიბერიუსი და გერმანიკუსი მეთაურობდნენ, რომის ისტორიაში ეს აჯანყება ყველაზე რთული და ყველაზე მნიშვნელოვანი აღმოჩნდა. აჯანყება იქამდე დაიწყო სანამ ვარუსს გერმანიის კონსოლიდირება დაევალებოდა. აჯანყება ახ. წ. 9 წლამდე მიმდინარეობდა, მასში კი რომაული არმიის თითქმის ნახევარი მონაწილეობა. აქედან გამომდინარე, ვარუსს გერმანიაში რომის ძალაუფლების განსამტკიცებლად იმპერიის მრავალრიცხოვანი არმიიდან მხოლოდ მცირე ნაწილის, სამი ლეგიონის გამოყენება შეეძლო.
ვარუსის სახელი და მისი საქმეები კარგად იყო ცნობილი იმპერიის მიღმა, კარგად იყო ცნობილი ისიც, რომ ვარუსი მეამბოხეებს სასტიკად და დაუნდობლად ექცეოდა, ხშირად მათ ჯვარცმითაც სჯიდა. მიუხედავად იმისა, რომ ხალხს ვარუსის ეშინოდა, რომაულ სენატში იგი დიდი პატივისცემით სარგებლობდა. რაინზე ვარუსი სამ ლეგიონს XVII, XVIII და XIX ლეგიონებს მეთაურობდა. პუბლიუსამდე ამ ლეგიონებს გაიუს სენტიუს სატურნინუსი მეთაურობდა, რომელიც რომში დაბრუნდა, სადაც სადეკორაციო ტრიუმფით დააჯილდოვეს[18]. რომაული არმიის სხვა ორი ლეგიონი მოგუნტიაკუმში (დღევანდელი მაინცი) მდებარე ციხეში იმყოფებოდა, ამ ორ ლეგიონს ვარუსის დისწული ლუციუს ნონიუს ასპრენასი და შესაძლოა ლუციუს არუნტიუსიც მეთაურობდა[17].
ძვ. წ. 11 - 9 წლებში დრუსუს I-ის თავდასხმების შემდეგ, არმინიუსი და მისი ძმა ფლავიუსი[19][20], მათმა მამამ სეგირიმუს დამპყრობელმა ხარკის სახით რომში გაგზავნა[21][22]. სეგირიმუსი ხერუსკების დიდგვაროვანთა ოჯახის წინამძღოლი იყო. მძევალად გაგზავნილმა არმინიუსმა ახალგაზრდობა რომში გაატარა, სადაც მან სამხედრო განათლება მიიღო და სამხედრო წოდება ეკვიტესიც (მხედარი) მიენიჭა. არმინიუსის რომში ყოფნის პერიოდში მამამისი, სეგირიმუსი სხვა გერმანელმა წინამძღოლებმა რომის მმართველობის აღიარების გამო მშიშრად სცნეს და გერმანული კანონის მიხედვით სიკვდილით დასაჯეს. ძვ. წ. 11 და ძვ. წ. 9 წლებს შორის გერმანულ ტომებში მტრული ურთიერთობები და დაპირისპირებები უფრო გაღრმავდა. სამხედრო მეთაურებს შორის სავაჭრო და პოლიტიკური ურტიერთობები გაუარესდა. პუბლიუს კორნელიუს ტაციტუსი წერდა, რომ ხატები მტრულად იყვნენ განწყობილები, ტაციტუსის მიხედვით მათ ხერუსკებიც დაიმორჩილეს[23]. ტაციტუსი ასევე წერდა, რომ ახ. წ. 1 - 4 წლებში გერმანიაში არეულობა სუფევდა[24].
რომიდან დაბრუნების შემდეგ, არმინიუსი ვარუსის სანდო მრჩეველი გახდა[25], თუმცა საიდუმლოდ მან ალიანსი ჩამოაყალიბა გერმანულ ტომებს შორის, რომლებიც ტრადიციულად ერთმანეთის მტრები იყვნენ. ალიანში შედიოდნენ ხერუსკები[10], მარსები[10], ხატები[10], ბრუკტერები[10], ხავკები, სიგამბრები და სვებების დარჩენილი ნაწილები, რომლებიც ვოსგესის ბრძოლაში იულიუს კეისართან დამარცხდნენ. ვარუსის სისასტიკემ, დაუნდობლობამ და დაპყრობებმა ტომთა ლიდერები აღაშფოთა[26]. არმინიუსმა ადვილად შეძლო რომის იმპერიისად სიძულვილით აღვსილი და დეზორგანიზებული ტომების გაერთიანება[27].
სანამ ვარუსი ზაფხულის ბანაკიდან (მდინარე ვეზერის დასავლეთიდან) ზამთრის შტაბისკენ (მდინარე რაინთან) გადაადგილდებოდა, მას ახალი ანგარიში ჩააბარეს და ადგილობრივი აჯანყების შესახებ აცნობეს, რეალურად კი ანგარიში არმინიუსის მიერ იყო შეთხზული[14]. ედვარდ შეფარდ კრისი წერს, რომ „ანგარიშში შემთხვევა ისე იყო აღწერილი, რომ ვარუსის სწრაფ რეაგირებას და აჯანყების ადგილას მის დაუყოვნებლივ მისვლას საჭიროებდა, ვარუსს არც კი უფიქრია, რომ არმინიუსი მახეს უგებდა, რადგან მას კვლავ ერთგულ მსახურად მიიჩნევდა.“
ვარუსმა ამბოხის დაუყოვნებლივ ჩახშობა გადაწყვიტა, აჯანყების ადგილზე სწრაფად მისვლის მიზნით რომაელთათვის უცნობი გზით წასვლა გადაწყვიტა. ვარუსს არმინიუსიც თან ახლდა. არმინიუსმა ვარუსი იმ გზით წაიყვანა რომელიც ჩასაფრებისთვის, შემდგომ კი თავდასხმისთვის ყველაზე ხელსაყრელი იყო[14]. ერთ-ერთმა ხერუსკელმა დიდგვაროვანმა, სეგესტესმა, სეგიმერუსის ძმამ და არმინიუსის სიმამრმა[22][28], რომელიც მისდამი ცუდად იყო განწყობილი, ბრძოლის წინა ღამეს, ვარუსს არმინიუსის დაკავება ურჩია და გააფრთხილა რომ არმინიუსი გერმანული ტომების წინამძღოლებთან ერთად აჯანყებას გეგმავდა. ვარუსმა მისი გაფრთხილება უარყო და სეგესტესის ამგვარი საქციელი მისი და არმინიუსის პირად უთანხმოებას მიაწერა. არმინიუსი ყველას თავს აჩვენებდა, რომ რომაულ კამპანიას მხარს უჭერდა. თუმცა, როგორც კი საშუალება მიეცი გერმანული ძალებით რომაულ გარნიზონს გარს შემოერტყა და რომაელებს თავს დაესხა.
ბოლო არქეოლოგიური აღმოჩენების თანახმად ბრძოლა კალკრისეს ბრცვთან ოსნაბრიუკში, ქვემო საქსონიაში მოხდა[10]. რომაელები ჩრდილო-დასავლეთით მარშირებდენენ. მარშირება დღევანდელი დეტმოლდიდან დაიწყეს, ოსნაბრიუკის აღმოსავლეთი გაიარეს და ბანაკი გაშალეს, სადაც მოგვიანებით თავდასმა მოხდა.
რომაელმა ისტორიკოსმა ტრანკვილუსმა ოქტავიანე ავგუსტუსის რეაქცია 12 კეისარის ცხოვრებაში აღწერა, მისი თქმით ვარუსისა და სამი ლეგიონის მარცხმა ავგუსტუსი იმდენად გააბრაზა, რომ თავს სასახლის კედლებს ურტყავდა და ყვირილით იმედორებდა:
„Quintili Vare, legiones redde! (კვინტილიუს ვარუს დამიბრუნე ჩემი ლეგიონები!)“ |
ამ მარცხის შემდეგ რომაელებს XVII და XIX ლეგიონები აღარ აღუდგენიათ. მოგვიანებით იმპერატორ ნერონის ბრძანებით კვლავ აღადგინეს XVIII ლეგიონი, თუმცა ვესპასიანეს ბრძანებით იგი კვლავ გაუქმდა. ასევე არ აღდგენილა XXII ლეგიონიც, იუდეაში ახ. წ. 132 - 136 წლებში მიმდინარე აჯანყებისას მიღებული მძიმე დანაკარგების გამო. რომის ისტორიაში სხვა ლეგიონებისგან განსხვავებით, ეს ოთხი ლეგიონი აღარ აღდგენილა, მათი ნუმერაცია მოგვიანებით შექმნილ ლეგიონებში აღარ გამოუყენებიათ.
მოპოვებული გამარჯვების შემდეგ არმინიუსმა ვარუსის მოკვეთილი თავი მარობოდუსს, მარკომანების მეფეს, გერმანელთა კიდევ ერთ ძლიერ მმართველს გაუგზავნა და ანტი-რომაული ალიანსის შექმნა შესთავაზა. თუმცა მარობოდუსმა ვარუსის თავი რომში გაგზავნა და მომდევნო ომებში ნეიტრალიტეტი შეინარჩუნა. მარობოდუსის ამ საქციელის შემდეგ დაუსრულებელი ომი დაიწყო ორ გერმანელს ლიდერს შორის.[29]
ისტორია ძველ გერმანელთა გამარჯვების შესახებ კარგად გახდა ცნობილი, XV საუკუნეში, მას შემდეგ რაც შესაძლებელი გახდა ტაციტუსის ისტორიების აღდგენა. ამი შემდეგ არმინიუსი, დღეისათვის აგრეთვე ცნობილი როგორც „ჰერმანი“ („არმინის“ არასწორი თარგმანი, რომელსაც ხშირად არასწორად იყენებდა (წერდა) მარტინ ლუთერი), პანგერმანიზმის სიმბოლო გახდა. ტევტობურგის ტყის ბრძოლა იქცა იმ შეტაკებად, რომელმაც საბოლოოდ დაასრულა რომის იმპერიის შეჭრა ჩრდილოეთი ევროპაში. ეს ცნება განსაკუთრებით პოპულარული XIX საუკუნეში გახდა, როდესაც ცნება ჩამოყალიბდა და გარდაიქმნა გერმანული ნაციონალიზმის მითოლოგიის განუყრელ ნაწილად.
1808 წელს, გერმანელმა მწერალმა და დრამატურგმა ჰაინრიხ ფონ კლაისტმა დაწერა დრამა სახელწოდებით ჰერმანის ბრძოლა (Die Hermannsschlacht), მიუხედავად იმისა, რომ ოკუპირების პერიოდში მისი შესრულება შეუძლებელი იყო, დრამამ მაინც შეძლო ანტი-ნაპოლეონური გრძნობის გამოწვევა. 1847 წელს, იოზეფ ვიქტორ ფონ შეფელმა დაწერა ლეგენდარული სიმღერა („Als die Römer frech geworden“), რომელიც ზომიერი იუმორით მოგვითხრობს ბრძოლის შესახებ. ტექსტის ასლები დატანილია (გრავირებული) არმინიუსის მონუმენტთან დაკავშირებულ სუვენირებზე.
ბრძოლამ დიდი ზეგავლენა მოახდინა XIX საუკუნეში გაღვივებულ გერმანულ ნაციონალიზმზე. იმ პერიოდში გერმანელები ჯერ კიდევ დაყოფილები იყვნენ სხვადასხვა სახელმწიფოებად, მათი საერთო წინაპრების ძველი გერმანული ტომების მსგავსად. ნაპოლეონისეული საფრანგეთი და ავსტო-უნგრეთი კი დამპყრობელი რომის იმპერიები იყვნენ, რომლებსაც გერმანელთა შთანთქმა სურდათ.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.