![cover image](https://wikiwandv2-19431.kxcdn.com/_next/image?url=https://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/a/a4/Batillus_tanker_in_Saint-Nazaire.jpg/640px-Batillus_tanker_in_Saint-Nazaire.jpg&w=640&q=50)
ტანკერი
From Wikipedia, the free encyclopedia
ტანკერი — გემის სახეობა, გამოიყენება თხევადი ტვირთის გადასაზიდად როგორც ოკეეანეებსა და ზღვებში ასევე მდინარეებზე. მათი ძირითადი ტვირთია ნავთობი, თუმცა გამოიყენება ასევე ქიმიური ნაწარმის, თხევადი გაზის, სასმელი წყლისა თუ ღვინის ტრანსპორტირებისათვის. ტანკერების ისტორია მე-19 საუკუნის მეორე ნახევრიდან იწყება და ამ პერიოდში მათ მრავალი ტექნიკური მოდერნიზაცია განიცადეს, ასევე მნიშვნელოვნად გაიზარდნენ მოცულობაში. თანამედროვე სუპერტანკერის დედვეიტი, პირველი ტანკერისას — დაახლოებით 2200-ჯერ აღემატება.
![Thumb image](http://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/a/a4/Batillus_tanker_in_Saint-Nazaire.jpg/640px-Batillus_tanker_in_Saint-Nazaire.jpg)