From Wikipedia, the free encyclopedia
ტანინ კრაივიჩენი“ (ტაი. เปรม ติณสูลานนท์, დ. 5 აპრილი, 1927, ბანგკოკი, ტაილანდი) — ტაილანდის პოლიტიკური მოღვაწე, იურისტი. ქვეყნის მე-14 პრემიერ-მინისტრი 1976-1977 წლებში. სამეფო საიდუმლო საბჭოს წევრი. მონარქისტი, ანტიკომუნისტი.
წარმოშობით საბანკო ლომბარდის მფლობელი ჩინელი ემიგრანტის ოჯახიდანაა. დაასრულა ტამასატის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი. 1948-1953 წლებში სწავლას განაგრძობს დიდ ბრიტანეთში, სადაც ასრულებს ლონდონის ეკონომიკურ სკოლას. მუშაობდა ადვოკატად ლონდონში, დაქორწინდა დანიელზე.
ტაილანდში დაბრუნების შემდეგ მუშაობა დაიწყო იუსტიციის სამინისტროში. გაიკეთა მოსამართლის სწრაფი კარიერა. რამდენიმე ხნით იყო უზენაესი საბჭოს თავმჯდომარე. ხელმძღვანელობდა ტაილანდის ადვოკატთა გაერთიანებას.
ტანინ კრაივიჩენი ცნობილია თავისი მონარქიულ-კონსერვატიული შეხედულებებით, ტაილანდური ულტრაროიალიზმის ლიდერი. ტავის სიტყვებში, წიგნებში, სატელევიზიო გამოსვლებში აკრიტიკებდა მემარცხენეებსა და კომუნისტებს. 1973 წელს სამხედრო ხელისუფლების დამხობის შემდეგ გახდა მეფის მიერ დანიშნული პარლამენტის დეპუტატი. იგი მომხრე იყო კომუნისტური პარტიის აკრძალვისა და პროფკავშირების გაუქმების. ინდოჩინეთის ომში კომუნისტების გამარჯვების, კომუნისტური პარტიის მმართველობის ქვეშ ვიეტნამის გაერთიანების, კამბოჯაში და ლაოსში კომუნისტური მმართველობის დამყარების შემდეგ იგი მუდმივად მიუთიტებდა კომუნისტურ საფრთხეზე და მოითხოვდა გადამწყვეტი ზომების მიღებას კომუნისტების საწინააღმდეგოდ. იგი შიშობდა რომ ტაილანდი არ გამხდარიყო დომინოს პრინციპის შემდეგი მსხვერპლი.
1976 წელს პოლიტიკურმა დაპირისპირებებმა და ეკონომიკურმა კრიზისმა პიკს მიაღწია. სენი პრამოტის ლიბერალურმა მთავრობამ დაკარგა ქვეყანაზე კონტროლი. ამ ფონზე გადაწყვიტეს პრემიერის თანამდებობაზე დაებრუნებითა ყოფილი პრემიერი 1973 წელს დამხობილი დიქტატორი ტანომ კიტიკაჩონი. მემარცხენე ძალებმა წამოიწყეს სტუდენტური საპრტესტო აქციები, რომლის ეპიცენტრიც გახდა ტამასატის უნივერსიტეტი. პოლიციამ 6 ოქტომბერს დაარბია სტუდენტური თავყრილობა. ამავე დღეს თავდაცვის მინისტრმა ტანამდებობიდან გადააყენა პრემიერი პრამოტი. სამხედრო გადატრიალებას დაეთანხმა მეფეც.
თავდაპირველად კრაივიცენის მთავრობას მხარდაჭერა ჰქონდა, მაგრამ უკვე 1977 წლის მარტში აშკარა გახდა, რომ ახალი გადატრიალება იყო საჭირო. 1977 წლის 20 ოქტომბერს ეროვნულმა სამხედრო საბჭომ პრემიერი გადააყენა, ახალი მთავრობის მეთაური გახდა კრიანგსაკ ჩამამანანი.
თანამდებობიდან გადაყენებისთანავე მეფემ ტანინ კრაივიჩენი დანიშნა საიდუმლო საბჭოს წევრად და 35 წელი რჩებოდა გავლენიანი საკონსულტაციო საბჭოს წევრად.
ტანინ კრაივიჩენი ჰქონდა კვალიფიციური ადვოკატის, ერთგული და პატიოსანი ადამიანის რეპუტაცია. თუმცა მისი პრემიერობა არ იყო წარმატებული. ამავე დროს უნდა ითქვას, რომ 1976 წლის ოქტომბრის მოვლენები ცივი ომის ერთ-ერთი ეპიზოდი იყო: კომუნისტების დევნა ინდოჩინეთში შეწყდა. გარდა ამისა კრაივიცენის მთავრობამ თავის თავზე აიღო პოლიტიკური და სოციალ-ეკონომიკური კრიზისი.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.