![cover image](https://wikiwandv2-19431.kxcdn.com/_next/image?url=https://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/8/8a/Camanita_Tango_06_%25283395529946%2529.jpg/640px-Camanita_Tango_06_%25283395529946%2529.jpg&w=640&q=50)
ტანგო
From Wikipedia, the free encyclopedia
ტანგო (ეპს. tango) — თანამედროვე სამეჯლისო ცეკვა. ცნობილია ბოშური ტანგო, ანდალუსიური ტანგო, კრეოლური ტანგო, არგენტინული ტანგო და სხვ., გავრცელებული 1910–იან წლებში. მსოფლიოში გავრცელებულია როგორც სალონური და ესტრადული ცეკვა. მუსიკალური ზომა 2/4, ტემპი – ზომიერი.