ტაკეში კიტანო
From Wikipedia, the free encyclopedia
ტაკეში კიტანო (იაპონ. 北野 武; დ. 18 იანვარი, 1947) — იაპონელი კომიკოსი, ტელეწამყვანი, მსახიობი, კინორეჟისორი და მწერალი. იაპონიაში კიტანო ძირითადად როგორც კომიკოსი და წელეწამყვანია ცნობილი, ხოლო საზღვარგარეთ მას სარეჟისორო ნამუშევრებით იცნობენ. მისი სასცენო სახელია ბიტ ტაკეში, რომელსაც სარეჟისორო მოღვაწეობის გარდა კარიერის ყველა სფეროში იყენებს.
ტაკეში კიტანო | |
---|---|
ტაკეში კიტანო ფილმის „მოჩვენება ჯავშანში“ პრემიერაზე 2017 წელს | |
დაბადების თარიღი |
18 იანვარი, 1947 (1947-01-18) (77 წლის) ადაჩი, ტოკიო, იაპონიის იმპერია |
სხვა სახელები | ბიტ ტაკეში |
ეროვნება | იაპონელი |
საქმიანობა | კომიკოსი, ტელეწამყვანი, მსახიობი, კინორეჟისორი, მწერალი |
აქტიური | 1972-დღემდე |
ჯილდოები | ოქროს ლომი (1997) |
კიტანომ ცნობადობა 1970-იან წლებში, როგორც კომედიური დუეტის წევრმა მოიპოვა. მოგვიანებით მან სოლო კარიერა დაიწყო და ქვეყანაში ერთ-ერთი საუკეთესო კომიკოსი გახდა. რამდენიმე მცირე როლის შესრულების შემდეგ, კიტანოს სარეჟისორო დებიუტი 1989 წელს ფილმით „მოძალადე პოლიციელი“ შედგა. მას საერთაშორისო აღიარება მოუტანა 1993 წლის ფილმმა „სონატინა“. კიტანო იაპონიაში წარმატებულ რეჟისორად არ ითვლებოდა, რაც 1997 წელს შეიცვალა, როცა მისმა ფილმმა „ჰანა ბი“ ვენეციის კინოფესტივალზე ოქროს ლომი მიიღო.
კიტანოს კრიტიკული აღიარება იდიოსინკრატიულმა კინონამუშევრებმა მოუტანა. იაპონელმა კინოკრიტიკოსმა ნაგაჰარუ იოდოგავამ მას გავლენიანი რეჟისორის აკირა კუროსავას „ჭეშმარიტი მემკვიდრე“ უწოდა.[1] კიტანოს ფილმების უმრავლესობა დრამაა იაკუძას განგსტერების ან პოლიციელების შესახებ.