ტაილანდის ქალაქები
From Wikipedia, the free encyclopedia
ტაილანდში დასახლებული პუნქტები იყოფებიან დიდ და საშუალო ქალაქებად, დასახლებებად და სოფლებად, რომლებსაც აქვთ მინიჭებული გარკვეული ფუნქციები რაიონების და მუნიციპალიტეტების.
საქალაქო (მუნიციპალური) (ტაი. เทศบาล; ქართ. თხეთსაბან) ადმინისტრაციული დაყოფის სამი დონე:
- დიდი ქალაქი — 50 ათასზე მეტი მოსახლე, მოსახლეობის სიმჭიდროვე 3 ათასზე მეტი ადამიანი თითო 1 კმ²-ზე.
- საშუალო ქალაქი ან პრივინციის ცენტრი — 10 ათასზე მეტი ადამიანი, მოსახლეობის სიმჭიდროვე 3 ათასზე მეტი ადამიანი თითო 1 კმ²-ზე.
- დასახლება (პატარა ქალაქი) — 5 ათასზე მეტი ადამიანი, მოსახლეობის სიმჭიდროვე მაღალია 1.5 ათას ადამიანზე თითო 1 კმ²-ზე.
მუნიციპალიტეტებს და ქალაქებს მოსახლეობის რაოდენობის მიხედვით უნდა გააჩნდეს საკმარისი თანხა ბიუჯეტში, რადგან გაუმკლავდეს მას მინიჭებულ ფუნქციებს.
დიდი და მცირე ქალაქები იყოფებიან ჩუმჩონ-ებად, ანალოგიურად სოფლები მუბან-ებად ქალაქგარედ.
ქალაქი ფათაია, რომელიც წარმოადგენს სპეციალურ ტიპს მუნიციპალური გაერთიანების და იმყოფება სპეციალური მართვის ქვეშ, არ იყოფა ზემოთ აღნიშნულ ადმინისტრაციული დაყოფის პრინციპით. ასევე არ იყოფა ადმინისტრაციული დაყოფის პრინციპით დედაქალაქი ბანგკოკი, რომელსაც ოფიციალურად ეწოდება დედაქალაქ ბანგკოკის ადმინისტრაცია (ინგლ. Bangkok Metropolitan Administration).