ტაიბეი (ჩინ. 臺北市) — ტაივანის დედაქალაქი და ქვეყნის პოლიტიკური, კულტურული და ეკონომიკური ცენტრი. ამავე დროს, წარმოადგენს ტაიბეი–კეელუნგის მეტროპოლიური არეალის ცენტრს. მდებარეობს კუნძულის ჩრდილოეთ კიდეზე, მდინარე დანშუიზე, ქალაქ კეელუნგიდან 25 კმ–ით სამხრეთ დასავლეთით. ქალაქი ამავე დროს ნავსადგურია წყნარ ოკეანეზე. 2010 წლის მონაცემებით, ტაიბეის მოსახლეობა 2 618 772 ადამიანს შეადგენს, ხოლო მეტროპოლიის, რომელშიც მასთან ერთად წარმოდგენილია ქალაქები ახალი ტაიბეი და კეელუნგი – 6 900 273 ადამიანს.[1]
ქალაქი | |||||
---|---|---|---|---|---|
ტაიბეი 臺北市 | |||||
| |||||
ქვეყანა | ტაივანი | ||||
დაქვემდებარება | დედაქალაქი | ||||
შიდა დაყოფა | Daan, Datong District, Nangang District, Neihu District, Shilin District, Songshan District, Wanhua District, Wenshan District, Xinyi District, Zhongshan District, Zhongzheng District და Beitou District | ||||
კოორდინატები | 25°02′00″ ჩ. გ. 121°38′00″ ა. გ. | ||||
ქალაქის მერი | ჰაუ ლუნგ-ბინი | ||||
დაარსდა | 1709 | ||||
ფართობი | 271,799 კმ² | ||||
ცენტრის სიმაღლე | 10 მეტრი | ||||
ოფიციალური ენა | Standard Taiwanese Mandarin | ||||
მოსახლეობა | 2 618 772 კაცი (2010) | ||||
სიმჭიდროვე | 9 634,9 კაცი/კმ² | ||||
სასაათო სარტყელი | UTC+8 | ||||
სატელეფონო კოდი | 02 | ||||
საფოსტო ინდექსი | 100 | ||||
ოფიციალური საიტი | english.taipei.gov.tw | ||||
ტაიბეი XVIII საუკუნეში დაარსდა და უკვე XIX საუკუნეში საზღვაო ვაჭრობის მნიშვნელოვანი ცენტრი გახდა. 1886 წელს, ჩინეთის ცინის იმპერიის მმართველმა დინასტიამ, ქალაქს პროვინციული დედაქალაქის სტატუსი მიანიჭა.[2] როდესაც პირველი ჩინურ–იაპონური ომის დროს ტაივანი იაპონელებმა დაიპყრეს, ტაიბეი კუნძულის დედაქალაქად აქციეს და მისი მასიური ურბანული დაგეგმარება დაიწყეს. 1945 წელს, კუნძული კვლავ ჩინეთმა აიღო.
როდესაც ჩინეთის სამოქალაქო ომის დროს კომუნისტებს გამოქცეულმა გომინდანის მთავრობამ თავი ტაივანს შეაფარა და 1949 წელს, ტაიბეი ჩინეთის რესპუბლიკის დედაქალაქად გამოაცხადა.
Wikiwand in your browser!
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.