ტავი-ტავი
From Wikipedia, the free encyclopedia
ტავი-ტავი (ტაგალ. Lalawigan ng Tawi-Tawi) ― კუნძულოვანი პროვინცია ფილიპინებში. მდებარეობს მუსლიმური მინდანაოს ბანგსამოროს ავტონომიურ რეგიონში. პროვინციის დედაქალაქია ბონგაო.[2]
სწრაფი ფაქტები ქვეყანა, შიდა დაყოფა ...
ტავი-ტავი | |||||
| |||||
ქვეყანა | ფილიპინები | ||||
---|---|---|---|---|---|
შიდა დაყოფა | ბონგაო, ლანგუიანი, მაპუნი, პანგლიმა-სუგალა, საპა-საპა, სიბუტუ, სიმუნული, სიტანგკაი, სამხრეთი უბიანი, ტანდუბასი და კუს კუნძულები (ტავი-ტავი) | ||||
კოორდინატები | 5°12′00″ ჩ. გ. 120°05′00″ ა. გ. | ||||
მმართველი | Yshmael Sali | ||||
დაარსდა | 1973 | ||||
ფართობი | 1087.40 კმ² | ||||
ოფიციალური ენა | Sama | ||||
მოსახლეობა | 440 276 (1 მაისი, 2020)[1] | ||||
სასაათო სარტყელი | UTC+8 | ||||
სატელეფონო კოდი | 68 | ||||
საფოსტო ინდექსი | 7500–7509 | ||||
ოფიციალური საიტი | http://www.tawitawi.gov.ph/ | ||||
დახურვა
ტავი-ტავი ქვეყნის ყველაზე სამხრეთით მდებარე პროვინციაა. საზღვაო საზღვარი მალაიზიის შტატ საბაჰთან და ინდონეზიის პროვინცია ჩრდილოეთ კალიმანტანთან გადის. პროვინციის ჩრდილო-აღმოსავლეთით სულუს პროვინცია მდებარეობს. ტავი-ტავის შემადგენლობაში შედის ჩრდილო-დასავლეთით სულუს ზღვაში მდებარე კუნძულებიც. საბაჰიდან 20 კმ-ის დაშორებით მდებარეობს მაპუნი და კუს კუნძულები.
1973 წლამდე მუნიციპალიტეტები, რომლებიც ამჟამად ტავი-ტავის პროვინციის შემადგენლობაშია, სულუს იურისდიქციის ქვეშ იმყოფებოდა.