ბინდისა და ღამის პეპლების ოჯახი From Wikipedia, the free encyclopedia
სფინქსისებრნი[1] (ლათ. Sphingidae) — ბინდისა და ღამის პეპლების ოჯახი. ჩვეულებრივ საშუალო და დიდი ზომისები არიან; ფრთები ვიწროა, შლილი 20 სმ-მდე აღწევს; ტანი სქელი, სიგარისებრი; ულვაშები თითისტარასებრი.[2] ცნობილია 1450-მდე სახეობა.[3] გავრცელებული არიან მთელ მსოფლიოში, განსაკუთრებული მრავალფეროვნებაა ტროპიკებში. გამოირჩევიან ფრენის დიდი სისწრაფით (60 კმ/სთ-მდე) და ფრენის დროს ყვავილების თავზე ჰაერში დაკიდება. მეტისმეტად გრძელი ხორთუმით (მადაგასკარული Macrosila predicta-ს ხორთუმი 25 სმ-ს აჭარბებს) შეუძლიათ სხვა მწერებისათვის მიუწვდომელი მცენარეების მილისებრი ყვავილების დამტვერვა. ზოგიერთი სფინქსისებრი არ იკვებება (ხორთუმი რედუცირებულია). ცალკეული სახეობები დღისით არიან აქტიურნი. უმრავლესობის მუხლუხებს სხეულის ბოლოს აქვთ რქისებური გამონაზარდი; ჭუპრდებიან ნიადაგში. შეუძლიათ შორეული მიგრაციები. ჩრდილოამერიკული თამბაქოს სფინქსი (Manduca sexta) ზოგჯერ ზიანს აყენებს თამბაქოს და სხვა სასოფლო-სამეურნეო კულტურების პლანტაციებს.[2]
სფინქსისებრნი | ||||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
Langia zenzeroides | ||||||||||||
მეცნიერული კლასიფიკაცია | ||||||||||||
| ||||||||||||
ლათინური სახელი | ||||||||||||
Sphingidae (Latreille, 1802) | ||||||||||||
|
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.