From Wikipedia, the free encyclopedia
სფინტა-ანა (რუმ. Sfânta Ana) — კრატერული ტბა რუმინეთში, ჰარგიტის ჟუდეცში. მდებარეობს აღმოსავლეთ კარპატებში, ზღვის დონიდან 946 მ სიმაღლეზე.[1] ზედაპირის ფართობი 0.19 კმ². ჩრდილო-აღმოსავლეთიდან სამხრეთ-დასავლეთისაკენ გადაჭიმულია 620 მ-ზე, ხოლო დასავლეთიდან აღმოსავლეთისაკენ 460 მ-ზე.[2] მაქსიმალური სიღრმე 6.4 მ. უკავია ჩამქრალი ვულკანის ჩიომატუს ვულკანური კრატერის ფსკერი. თითქმის ოვალური ფორმისაა. საზრდოობს ატმოსფერული ნალექებით. ზამთარში იყინება და იფარება ყინულის მძლავრი ფენით.[1]
სფინტა-ანა | |
---|---|
კოორდინატები: 46°07′35″ ჩ. გ. 25°53′17″ ა. გ. | |
მდებარეობა | რუმინეთი |
სიმაღლე ზღვის დონიდან | 946 მ |
სიგრძე | 0,62 კმ |
სიგანე | 0,46 კმ |
ფართობი | 0.19 კმ² |
სანაპირო ზოლის სიგრძე | 1.6 კმ |
მაქსიმალური სიღრმე | 6.4 მ |
მედიაფაილები ვიკისაწყობში |
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.