სურამის ციხე
From Wikipedia, the free encyclopedia
სურამის ციხე — შუა საუკუნეების ციხესიმაგრე აღმოსავლეთ საქართველოში, შიდა ქართლში, ხაშურის მუნიციპალიტეტის დაბა სურამის ჩრდილოეთ ნაწილში, მდინარე სურამულის მარცხენა ნაპირზე, კლდოვან გორაკზე. ციხე მნიშვნელოვანია როგორც ისტორიული, მონუმენტური ხელოვნების ნიმუში. სურამის ციხე ორი მთავარი გზის შესაყარზე მდებარეობს; ერთი მიემართება ლიხის გადასასვლელებით დასავლეთისაკენ, მეორე კი — ბორჯომის ხეობით სამხრეთისაკენ.[1]
ვიკიპედიის რედაქტორების გადაწყვეტილებით, სტატიას „სურამის ციხე“ მინიჭებული აქვს რჩეული სტატიის სტატუსი. სურამის ციხე ვიკიპედიის საუკეთესო სტატიების სიაშია. |
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ სურამის ციხე (მრავალმნიშვნელოვანი). |