From Wikipedia, the free encyclopedia
სურავანდი, სკორბუტი — ადამიანის დაავადება, რომელიც გამოწვეულია საკვებში C ვიტამინის (ასკორბინის მჟავის) ნაკლებობით. ვლინდება ნივთიერებათა ცვლისა და შემაერთებელი ქსოვილის ელემენტთა სინთეზის დარღვევით, მ.შ. კოლაგენის, სერატონინის, ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონების. როგორც დამოუკიდებელი დაავადება სურავანდი 1932 წელს განისაზღვრა. სიმპტომები მჟღავნდება ორგანიზმში C ვიტამინის დეფიციტის 3–5 თვის შემდეგ. ვიტამინის სრულად არარსებობის შემთხვევაში დაავადება ვითარდება რამდენიმე კვირაში. პირველადი გამოვლინებები — სისუსტე, გამაღიზიანებლობა, კუნთ-სახსრების ტკივილი; შემდგომ ჩნდება ღრძილების შეშუპება და სისხლდენა, მათი მტკივნეულობა ღეჭვის დროს, კბილების ცვენა, სისხლჩაქცევა კანში, შიდა ორგანოებში და სხვ. დამახასიათებელი ნიშანია წერტილოვანი სისხლჩაქცევები კანის თმის ფოლიკულებში, რომელიც წარმოქმნის თავიდან ღია წითელ, შემდეგ ლურჯ-შავ გამონაყარს, უპირატესად წვივებზე, თეძოებზე, საჯდომზე, კანქვეშა და შიდაკუნთოვანი სისხლჩაქცევები ტანსაცმლის მექანიკური ზემოქმედების ადგილებში, დაჟეჟილობების შემდეგ და სხვ.[1]
სურავანდი | |
---|---|
ღრძილების დაზიანება სურავანდის დროს | |
დარგი | internal medicine |
კლასიფიცირება და გარე წყაროები | |
DiseasesDB | 13930 |
ICD-10 | E54.{{{3}}} |
ICD-9 | 267 |
OMIM | 240400 |
MedlinePlus | 000355 |
eMedicine | eMedicine: med/2086 |
მკურნალობა: ასკორბინის მჟავის მიღება — 100 მგ 3–5-ჯერ დღეში 15–20 დღის განმავლობაში ან მისი კუნთშიდა, კანქვეშა შეყვანა დღეში ერთხელ 200–500 მგ ოდენობით 10–15 დღის მანძილზე. ამავდროულად იყენებენ ასკარბინის მჟავით გამდიდრებულ და მექანიკურად დამზოგავ დიეტას, აგრეთვე რუტინს, B ჯგუფის ვიტამინებს, ანემიის დროს — ფოლიუმის მჟავას და რკინის პრეპარატებს. პროფილაქტიკა მდგომარეობს ცილებისა და C ვიტამინის შემცველობით დაბალანსებულ კვებაში.[1]
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.