![cover image](https://wikiwandv2-19431.kxcdn.com/_next/image?url=https://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/c/c6/Flag_of_Zulia_State.svg/langka-640px-Flag_of_Zulia_State.svg.png&w=640&q=50)
სულიას შტატი
From Wikipedia, the free encyclopedia
სულია (ესპ. Estado Zulia) — შტატი ვენესუელაში. დედაქალაქია მარაკაიბო. მისი ფართობი 63 100 კმ²-ს შეადგენს, მოსახლეობა კი 2010 წლის მონაცემებით 3 821 068 ადამიანია, რა მხრივაც ის ვენესუელის უდიდესი შტატია.
შტატი | |||||
---|---|---|---|---|---|
სულიას შტატი Estado Zulia | |||||
| |||||
ქვეყანა |
![]() | ||||
ადმ. ცენტრი | მარაკაიბო | ||||
შიდა დაყოფა | Municipio Almirante Padilla[1] , Municipio Baralt[1] , Municipio Cabimas[1] , Municipio Catatumbo[1] , Municipio Colón[1] , Municipio Javier Pulgar[1] , Municipio Lossada[1] , Municipio Semprún[1] , Municipio La Cañada[1] , Municipio Lagunillas[1] , Municipio Machiques[1] , Municipio Mara[1] , Municipio Maracaibo[1] , Municipio Miranda[1] , Municipio La Guajira[1] , Municipio Rosario de Perijá[1] , Municipio San Francisco[1] , Municipio Santa Rita[1] , Municipio Simón Bolívar[1] , Municipio Sucre[1] და Municipio Valmore Rodríguez[1] | ||||
კოორდინატები | 9°50′00″ ჩ. გ. 72°15′00″ დ. გ. | ||||
მმართველი | Omar Prieto | ||||
დაარსდა | 1864 | ||||
ფართობი | 63 100 კმ² | ||||
მოსახლეობა | 3 821 068 კაცი (2010) | ||||
სასაათო სარტყელი | UTCUTC-04:30 | ||||
ოფიციალური საიტი | gobernaciondelzulia.gov.ve | ||||
![]() | |||||
![Thumb image](http://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/b/ba/Zulia_Estado_de_Venezuela.svg/640px-Zulia_Estado_de_Venezuela.svg.png)
![Thumb image](http://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/9/97/Autopista_lara_zulia_en_cabimas.jpg/640px-Autopista_lara_zulia_en_cabimas.jpg)
მდებარეობს ქვეყნის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში, მარაკაიბოს ტბის გარშემო. ეს ტბა უდიდესია ლათინურ ამერიკაში და მის აუზში განთავსებულია დასავლეთ ნახევარსფეროს ნავთობისა და გაზის ერთ-ერთი უდიდესი საბადოები.
სულიას საზღვრები საკმაოდ ვრცელია. აღმოსავლეთით, ის ვენესუელას კოლუმბიისგან გამოყოფს. ჩრდილო-დასავლეთით ესაზღვრება გუახირის ნახევარკუნძული და პერიხის მთები, აღმოსავლეთით — ფალკონისა და ლარას შტატები, ხოლო სამხრეთით — ვენესუელის ანდური შტატები — ტაჩირა, მერიდა და ტრუხილიო.
უდიდესია სულიას ნავთობისა და გაზით მიღებული შემოსავლების როლი ვენესუელის ეკონომიკაში. ამავე დროს ის უმნიშვნელოვანესი სასოფლო-სამეურნეო არეალიცაა.
სახელი ვენესუელა სწორედ მარაკაიბის ტბის არეალისგან მომდინარეობს. როდესაც კონკისტადორებმა ამ ტერიტორიაზე შემოცურეს, მათ დაინახეს ტბის სანაპიროებზე გაშენებული ადგილობრივთა სოფლები, რომლებიც სავსე იყო ოჩოფეხებზე შემდგარი ქოხებით, რამაც მათ ვენეცია მოაგონათ და უცაბედად უწოდეს „პატარა ვენეცია“ (Pequeña Venecia ან Venezuela).