![cover image](https://wikiwandv2-19431.kxcdn.com/_next/image?url=https://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/3/32/Sukiyaki_01.jpg/640px-Sukiyaki_01.jpg&w=640&q=50)
სუკიაკი
From Wikipedia, the free encyclopedia
სუკიაკი (鋤焼, ან უფრო ხშირად すき焼き; [sɯ̥kijaki]) - იაპონური კერძი, რომლის მომზადება და მომსახურებაც ნაბემონოს (საკვების ქვაბში მომზადების იაპონური მეთოდი) სტილში ხდება.
![Thumb image](http://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/3/32/Sukiyaki_01.jpg/640px-Sukiyaki_01.jpg)
კერძი შედგება ხორცისგან (ყველაზე ხშირად თხლად დაჭრილი ძროხის ხორცი), რომელიც ნელ-ნელა იხარშება ან იშუშება, ბოსტნეულთან და სხვა ინგრედიენტებთან ერთად, ნაკლებად ღრმა რკინის ქვაბში, სოიოს სოუსის, შაქრისა და მირინის (ბრინჯის ღვინოს) სითხეში. ინგრედიენტებს მომზადების შემდეგ უმ, ათქვეფილ კვერცხში ამოავლებენ, შემდეგ კი მიირთმევენ.
სუკიაკი ზამთრის სეზონის კერძად მიიჩნევა და ხშირად გვხვდება ბონეკაიზე - იაპონური ახალი წლის წვეულებებზე.