From Wikipedia, the free encyclopedia
სტივენ რი (ინგლ. Stephen Rea; დ. 31 ოქტომბერი 1946) — ირლანდიელი კინოსა და თეატრის მსახიობი. აქვს შესრულებული როლები ფართო პროფილის ფილმებში: „V ანუ ვენდეტა“, „მაიკლ კოლინზი“, „ინტერვიუ ვამპირთან“, „საუზმე პლუტონზე“. ნომინირებული იყო ოსკარის პრემიაზე შესრულებული როლისთვის ფილმში „სასტიკი თამაში“. დაიბადა ქალაქ ბელფასტში. სწავლობდა დუბლინში სააბატოს თეატრში. 1970-იანი წლების ბოლოს გაბრიელ ბირნთან და კოლმ მინისთან ერთად გამოდიოდა დუბლინის ერთ-ერთ თეატრალურ ჯგუფში. რი ხშირად თანამშრომლობს ირლანდიელ რეჟისორთან ნილ ჯორდანთან. 1980 წელს რიმ მონაწილეობა მიიღო „Field Day Theatre Company“-ის დაარსებაში. 2004 წელს მიენიჭა საპატიო დოქტორის ხარისხი. სტივენ რი გაეროს ბავშვთა ფონდის ელჩია ირლანდიაში.
სტივენ რი | |
---|---|
სტივენ რი | |
დაბადების თარიღი |
31 ოქტომბერი, 1946 ბელფასტი, ირლანდია |
საქმიანობა | მსახიობი |
აქტიური | 1964-დღემდე |
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.