From Wikipedia, the free encyclopedia
სტივენ გრინბლატი (ინგლ. Stephen Greenblatt; დ. 7 ნოემბერი, 1943) — ამერიკელი ლიტერატურის კრიტიკოსი, თეორეტიკოსი და სწავლული. ჰარვარდის უნივერსიტეტის პროფესორი, ამერიკის მეცნიერებათა და ხელოვნების აკადემიის (1987), ამერიკის ფილოსოფოსთა საზოგადოებისა (2007) და ამერიკის ხელოვნებისა და ლიტერატურის აკადემიის წევრი (2008). პულიცერისა (2012) და ჰოლბერგის საერთაშორისო მემორიალური პრემიის ლაურეატი (2016).
სტივენ გრინბლატი | |
---|---|
დაბ. თარიღი | 7 ნოემბერი, 1943[1] [2] [3] [4] [5] (80 წლის) |
დაბ. ადგილი | ბოსტონი, მასაჩუსეტსი, აშშ |
მოქალაქეობა | აშშ |
საქმიანობა | ლიტერატურის ისტორიკოსი[5] , მწერალი, უნივერსიტეტის პროფესორი, ლიტერატურული კრიტიკოსი[5] [6] , ჟურნალისტი, Shakespearean scholar[6] და ლიტერატურის თეორიტიკოსი[7] |
მუშაობის ადგილი | ჰარვარდის უნივერსიტეტი |
ალმა-მატერი | იელის უნივერსიტეტი, პემბრუკის კოლეჯი და Newton North High School |
ჯილდოები | გუგენჰაიმის სტიპენდია[8] , რომის პრემია, პულიცერის პრემია არამხატვრული ლიტერატურისათვის[9] , წიგნების ეროვნული პრემია, ჰოლბერგის პრემია, ფულბრაიტის სტიპენდია, ეროვნული წიგნის ჯილდო დოკუმენტური ნაწარმოებისთვის და უილბერ კროსის მედალი[10] |
სტივენ გრინბლატს ახალი ისტორიზმის ერთ-ერთ ფუძემდებლად მიიჩნევენ.[11] ახალი ისტორიზმის კრიტიკულ პრაქტიკას თავად გრინბლატი „კულტურის პოეტიკას“ უწოდებს. მისმა ნაშრომებმა დიდი გავლენა მოიპოვა 1980-იანი წლების დასაწყისიდან. გრინბლატი არის ავტორი და რედაქტორი არაერთი წიგნის, რომლებიც ახალი ისტორიზმის, კულტურის კვლევის, რენესანსის შესწავლის და შექსპიროლოგიის საკითხებს ეძღვნება. მისი ყველაზე პოპულარული ნაშრომია შექსპირის ბიოგრაფია — „ნება სამყაროში“, რომელიც „ნიუ იორკ ტაიმსის“ ბესტსელერების სიაში 9 კვირის განმავლობაში ირიცხებოდა.[12]
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.