From Wikipedia, the free encyclopedia
სტენლი (ფრანგ. Mont Stanley) — მთა, რუვენზორის მთიანეთის ნაწილი.
სტენლი | |
---|---|
სტენლის მთა. მარცხნივ ალექსანდრას პიკი, მარჯვნივ — მარგერიტის პიკი | |
კოორდინატები: 00°23′09″ ჩ. გ. 29°52′18″ ა. გ. | |
ქვეყანა | კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკა უგანდა |
სიმაღლე | 5109[1] მ |
ქედი | რუვენზორი |
პირველი ასვლა | 1906 |
მთა, რომელსაც სახელი აფრიკის მკვლევარის სერ ჰენრი მორტონ სტენლის პატივსაცემად დაერქვა და მდებარეობს კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის და უგანდის სახელმწიფო საზღვარზე, ამ ქვეყნების ყველაზე უფრო მაღალი წერტილია. სტენლის მთა შედგება რამდენიმე მწვერვალისაგან, რომელთაგან სამი, მარგერიტა (5109 მ), ალექსანდრა (5091 მ) და ალბერტი (5087 მ), 5 კმ-ით აღემატება ზღვის დონეს. აფრიკაში სიმაღლის მიხედვით მთას უკავია მესამე ადგილი და მხოლოდ კილიმანჯაროს და კენიის მთებს ჩამორჩება.
გეოლოგიურად, როგორც რუვენზორის მთები, სტენლის მთაც აგებულია უძველესი კრისტალური ფიქლებით. მასზე პირველი ასვლა 1906 წელს განახორციელა პრინცმა ლუიჯი ამედეომ და მისმა გუნდმა.[2] პირველმა ამსვლელმა უმაღლეს მწვერვალს სახელი იტალიის დედოფლის — მარგარიტა სავოელის პატივსაცემად დაარქვა.
ზღვის დონიდან 2600 მეტრ სიმაღლემდე ჭარბობს ტროპიკული ტყეები, უფრო მაღლა — უპირატესად ბამბუკი და ხისევრი მანანა (Erica aborea), 3800 მეტრზე უფრო მაღლა — ალპური მდელოები, 4000 მეტრზე ზემოთ — ხავსები და ლიქენები. მიუხედავად იმისა, რომ სტენლის მთა ეკვატორზე მდებარეობს, მწვერვალები დაფარულია ყინულით, რომელთა ფართობი ყოველწლიურად კლებულობს.[3]
რაიონის ფლორა და ფაუნა ენდემურია და სტენლის მთა შედის რუვენზორის მთების ეროვნულ პარკში, 1994 წლიდან იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ობიექტია.[4]
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.