სტეატოპიგია
From Wikipedia, the free encyclopedia
სტეატოპიგია (ბერძ. stear; ნათ. ბრ. steatos — ცხიმი და pygē — დუნდულები) — ადამიანის დუნდულებზე კანქვეშა ცხიმოვანი ფენის ძლიერი განვითარება. განსაკუთრებით მკვეთრად აქვთ გამოხატული სამხრეთ აფრიკის ხალხის, უფრო კი ბუშმენებისა და ჰოტენტოტების ქალებს. აქ სტეატოპიგია ქალის სილამაზის მაჩვენებელია. სტეატოპიგიის წარმოქმნის მიზეზი ჯერ არ არის საბოლოოდ შესწავლილი.
სტეატოპიგია უმეტესწილად ქალებშია გავრცელებული, თუმცა არის ისეთი შემთხვევებიც როდესაც სტეატოპიგია მამაკაცებშიც გვხვდება.