![cover image](https://wikiwandv2-19431.kxcdn.com/_next/image?url=https://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/1/1f/Stanislas_Wawrinka_%25289%2529_vs._Marcos_Baghdatis_US_Open_2013_%25289655435665%2529.jpg/640px-Stanislas_Wawrinka_%25289%2529_vs._Marcos_Baghdatis_US_Open_2013_%25289655435665%2529.jpg&w=640&q=50)
სტანისლას ვავრინკა
From Wikipedia, the free encyclopedia
სტანისლას ვავრინკა (Stanislas Wawrinka; დ. 28 მარტი, 1985, ლოზანა, შვეიცარია) — შვეიცარიელი პროფესიონალი ჩოგბურთელი, მსოფლიოს ყოფილი მესამე ჩოგანი.
![]() ვავრინკა აშშ-ის ღია პირველობაზე 2013 წელს | ||||||||||
ქვეყანა (სპორტი) |
![]() | |||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
საცხოვრებელი ადგილი | მონტე-კარლო, მონაკო | |||||||||
დაიბადა |
28 მარტი, 1985 (1985-03-28) (39 წლის) ლოზანა, შვეიცარია | |||||||||
სიმაღლე | 183 სმ. | |||||||||
პროფესიონალი | 2002 | |||||||||
თამაში | მემარჯვენე | |||||||||
მწვრთნელ(ებ)ი |
დიმიტრი ზავიალოფი (2002–2010) პეტერ ლუნდგრენი (2010–2012) მაგნუს ნორმანი (2013–2017) რიჰარდ კრაიჩეკი (2016) პოლ ანაკონი (2017) | |||||||||
ფულადი პრიზი | 30,905,144 აშშ დოლარი | |||||||||
ოფიციალური საიტი | stanwawrinka.com | |||||||||
ერთეულები | ||||||||||
კარიერის ჩანაწერები | 466–263 (63.92%) | |||||||||
ტიტულები კარიერაში | 16 | |||||||||
უმაღლესი რეიტინგი | მე-3 (27 იანვარი, 2014) | |||||||||
მიმდინარე რეიტინგი | მე-15 (29 იანვარი, 2018)[1] | |||||||||
დიდი სლემის ერთეულთა შედეგები | ||||||||||
ავსტრალიის ღია პირველობა | გამარჯვება (2014) | |||||||||
საფრანგეთის ღია პირველობა | გამარჯვება (2015) | |||||||||
უიმბლდონი | მეოთხედფინალი (2014, 2015) | |||||||||
აშშ-ის ღია პირველობა | გამარჯვება (2016) | |||||||||
სხვა ტურნირები | ||||||||||
ტურის ფინალი | ნახევარფინალი (2013, 2014, 2015) | |||||||||
ოლიმპიური თამაშები | 2რ (2008) | |||||||||
წყვილები | ||||||||||
კარიერის ჩანაწერები | 72–88 (45%) | |||||||||
ტიტულები კარიერაში | 2 | |||||||||
უმაღლესი რეიტინგი | 88-ე (2 თებერვალი, 2015) | |||||||||
მიმდინარე რეიტინგი | 549-ე (4 დეკემბერი, 2017) | |||||||||
დიდი სლემის წყვილთა შედეგები | ||||||||||
ავსტრალიის ღია პირველობა | 3რ (2006) | |||||||||
საფრანგეთის ღია პირველობა | 3რ (2006) | |||||||||
უიმბლდონი | 1რ (2006, 2007) | |||||||||
აშშ-ის ღია პირველობა | 1რ (2005) | |||||||||
წყვილთა სხვა ტურნირები | ||||||||||
ოლიმპიური თამაშები | გამარჯვება (2008) | |||||||||
გუნდური შეჯიბრები | ||||||||||
დეივისის თასი | გამარჯვება (2014) | |||||||||
მედლები
| ||||||||||
ბოლოს განახლდა: 31 იანვარი 2018. |
ვავრინკას მოგებული აქვს 3 დიდი სლემის ტურნირი – 1 ავსტრალიის ღია პირველობა[2], 1 საფრანგეთის ღია პირველობა[3] და 1 აშშ-ის ღია პირველობა[4]. ყველა მოგებული დიდი სლემის ტურნირის ფინალში, მისი მეტოქე მსოფლიო რეიტინგში პირველ ადგილს იკავებდა. აღსანიშნავია, რომ ჟო-ვილფრიდ ცონგასთან და ტომაშ ბერდიხთან ერთად, ვავრინკა ერთადერთი ჩოგბურთელია, ვინც დიდი სლემის ტურნირებზე დიდი ოთხეულის ოთხივე ჩოგბურთელის დამარცხება შეძლო. შვეიცარიელს ასევე მოგებული აქვს 1 მასტერსის ტურნირი. ჯამში ვავრინკამ კარიერაში ATP-ის 16 ტურნირი მოიგო ერთეულებში. ოლიმპიურ თამაშებზე, მან ერთი ოქროს მედალი მოიპოვა წყვილთა თანრიგში. სანაკრებო დონეზე, ვავრინკამ ერთი დეივისის თასი მოიგო შვეიცარიის ნაკრებთან ერთად, რომელიც პირველი იყო ქვეყნის ისტორიაში.