სტამბოლის ტექნიკური უნივერსიტეტი
From Wikipedia, the free encyclopedia
სტამბოლის ტექნიკური უნივერსიტეტი (თურქ. İstanbul Teknik Üniversitesi; ITU) — საერთაშორისო ტექნიკური უნივერსიტეტი, რომელიც მდებარეობს თურქეთის ქალაქ სტამბოლში. არის მსოფლიოს მესამე უძველესი ტექნიკური უნივერსიტეტი საინჟინრო მეცნიერებების დარგში. უკანასკნელ ხანებში სპეციალიზირებულია სოციალურ მეცნიერებათა დარგშიც და ერთ-ერთი ყველაზე გამოჩენილი საგანმანათლებლო დაწესებულებად ითვლება თურქეთში.[10] 2009 წლის QS-ის მსოფლიო საუნივერსიტეტო რეიტინგის მიხედვით, საინჟინრო-ტექნოლოგიის დარგში, ეკავა 108-ე ადგილი მსოფლიოში და 1-ლი ადგილი ქვეყნის მასშტაბით.[11] უნივერსიტეტის ბევრი კურსდამთავრებული გამხდარა აშშ-ს, გაერთიანებული სამეფოსა და რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის წევრი. უნივერსიტეტის საკალათბურთო გუნდი, „ITUSpor“, თამაშობს თურქული საკალათბურთო მეორე ლიგაში.
სტამბოლის ტექნიკური უნივერსიტეტი | |
---|---|
İstanbul Teknik Üniversitesi | |
დაფუძნდა | 1773[1] |
ტიპი | სახელმწიფო უნივერსიტეტი |
თანამშრომელი | 2.134, 501 პროფესორი[2] |
რექტორი | მეჰმეთ ქარაჯა[3] |
სტუდენტი | 35,789[2] |
მაგისტრანტი | 2,281[2] |
მდებარეობა | სტამბოლი |
ქალაქი | სტამბოლი[4] |
ქვეყანა |
თურქეთი |
კამპუსი | 4 საქალაქო, 1 საგარეუბნო |
ფერები | მუქი ლურჯი და თაფლისფერი ყვითელი |
კავშირები | EUA,[5] TIME,[6] CESAER ასოციაცია,[7] EAIE[8] ATHENS[9] |
თილისმა | ფუტკარი |
itu.edu.tr |
უნივერსიტეტს აქვს 39 საბაკალავრო, 144 სამაგისტრო პროგრამა, 13 კოლეჯი, 346 ლაბორატორა და 12 კვლევითი ცენტრი. მოსწავლე-ფაკულტეტის თანაფარდობაა 12:1.[12]