From Wikipedia, the free encyclopedia
თავდასხმა ათათურქის აეროპორტზე მოხდა 2016 წლის 28 ივნისს, როდესაც დაიწყო სროლა აეროპორტის საერთაშორისო ფრენების მეორე ტერმინალში.[2] თურქეთის პრემიერ-მინისტრ ბინალი ილდირიმის თქმით, მინიმუმ 46 ადამიანი დაიღუპა და 239 ადამიანი დაშავდა, თავდამსხმელებთან ერთად.[3][4][5] სროლის ხმა გაისმა აეროპორტის ავტოსადგომზე,[2] ხოლო აფეთქება მოხდა საერთაშორისო ფრენების ტერმინალის შესასვლელში[6] და როგორც ჩანს, თავი აიფეთქა თვითმკვლელმა ტერორისტმა. გავრცელებული ინფორმაციით, აფეთქებები აეროპორტის სხვადასხვა კუთხეში მოხდა.[4]
ტერაქტი ათათურქის აეროპორტში (2016) Atatürk Havalimanı saldırısı | |
---|---|
ტერმინალი 2, სადაც მოხდა ტერაქტი | |
მდებარეობა | ათათურქის აეროპორტი, სტამბოლი, თურქეთი |
თარიღი | 28 ივნისი 2016, 22:00 (UTC+02:00) |
სამიზნე | სამოქალაქო პირები და აეროპორტის უსაფრთხოების სამსახური |
თავდასხმის ტიპი |
სუიციდი, მასობრივი მკვლელობა, ტერაქტი |
იარაღი | ბომბი, ავტომატი (კალაშნიკოვის ტიპის) |
დაღუპულები | 45 (აქედან სამი ტერორისტი)[1] |
მსხვერპლნი | 238 |
ორგანიზატორები | ისლამური სახელმწიფო |
მონაწილეების რაოდენობა |
3 (ყველა მოკლული) |
თურქეთის ოფიციალური პირების განცხადებით, თავდამსხმელები მოქმედებდნენ ისლამური სახელმწიფოს სახელით და გადმოვიდნენ თურქეთში ISIL-ის მიერ სირიის კონტროლირებად ტერიტორიიდან. მაგრამ დღემდე არავის არ აუღია პასუხისმგებლობა თავდასხმაზე.
მედიის ინფორმაციით, სამი თავდამსხმელი, თურქეთის ოფიციალური პირების მონაცემებით, რუსეთიდან და ცენტრალური აზიიდან არიან.
სტამბოლში ამ ტერაქტამდე უკვე მოხვდა სამი ტერაქტი, 2016 წლის იანვარში და მარტში, რომლებზეც პასუხისმგებლობა აიღო ერაყის ისლამურმა სახელმწიფომ (ISIL). ბოლო ტერაქტი სტამბოლში 7 ივნისს მოხდა, რომელზეც პასუხისმგებლობა ქურთისტანის თავისუფლების მიმინოებმა (ტაკი) აიღო, რომელიც ქურთისტანის მუშათა პარტიის რადიკალური ფრთაა.
ცოტა ხნით ადრე, 22:00 საათზე აეროპორტში, ორმა თავდამსხმელმა მიუახლოვდა რენტგენის სკანერს, უსაფრთხოების საგუშაგოსთან და ცეცხლი გაუხსნა მათ.[7] შემდეგ პოლიციის თანამშრომლებმა საპასუხო ცეცხლი გაუხსნეს. თავდამსხმელებმა მაშინ ააფეთქეს ბომბი მათ წინ.[8][9]
უსაფრთხოების კამერის თანახმად, ერთ-ერთი ტერორისტი, მეორე ტერმინალის დაახლოებით 24 მ შიგნით შეაღწია (საერთაშორისო ტერმინალი), რის შემდეგ იგი ააფეთქა თავისთავი.[10] ხოლო მეორე აფეთქება მოხდა მეორე ტერმინალის მახლობლად, ავთოსადგომზე.[11]
ორმა თავდამსხმელმა ააფეთქა თავისთავი, ხოლო ერთი მოკლეს, სავარაუდოდ, უშიშროების ძალებმა.[12]
შეტევის დროს და შემდეგ, ასობით მგზავრმა აეროპორტის შიდნით დაიმალნენ სადაც მათ შეეძლოთ: მაღაზიებში, საპირფარეშოში და სკამების ქვეშ.[12]
45 ადამიანი (პლუს სამი თავდამსხმელი) დაიღუპა და 238 ადამიანი დაშავდა.[13][14] ნახევარი აქედან დაღუპულების თურქეთის მოქალაქეებია, მაგრამ 20 ადამიანი 10 სხვა ქვეყბის მოქალაქეა.[15][16]
აფეთქების შემდეგ, ყველა რეისი შეჩერდა, მგზავრები გადაიყვანეს უსაფრთხო ადგილას.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.