From Wikipedia, the free encyclopedia
ინდოეთის მუსლიმთა ლიგა, (ურდუ آل انڈیا مسلم لیگ) — დაარსდა 1906 წელს, დაკაში (დღეისთვის ბანგლადეშის დედაქალაქი) სრულიად ინდოეთის მუჰამადანის საგანმანათლებლო კონფერენციის მიერ დაარსდა. მისი შექმნა განაპირობა 1905 წელს ბენგალის გაყოფასთან დაკავშირებით შექმნილმა გარემოებებმა. ის იყო პოლიტიკური პარტია, რომლის მიზანსაც შეადგენდა ბრიტანეთის ინდოეთში მუსლიმანების დიასპორის დაცვა, მუსლიმთა ლიგა 1940-იან წლებში თამაშობდა მნიშვნელოვან როლს ინდოეთის დამოუკიდებლობისთვის მოძრაობაში და გადამწყვეტი როლი ითამაშა პაკისანის როგორც ინდოეთის სუბკონტინენტზე არსებული მუსლიმანური სახელმწიფოს შექმნაში.[1]
ინდოეთის და პაკისტანის მიერ დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ ინდოეთში ის გარდაიქმნა უმცირესობაში მყოფ პარტიად. ის განსაკუთრებით აქტიურია კერალას შტატში სადაც სხვებან კოალიციაში თავრობაში მოხვედრასაც კი ახერხებს.
პაკისტანში მან ჩამოაყალიბა პირველი მთავრობა, მაგრამ 1950-იანი წლების სამხედრო გადატრიალების შემდეგ მან მოახდინა დეზინტეგრაცია. პაკისტანში 1947 წლამდე მუსლიმთა ლიგის ფრაქციები იკავებდნენ ძირითად სამთავრობო პოსტებს.
ბანგლადეშში პარტია 1976 ხელახლა შეიქმნა და 1979 წლის საპარლამენტო არჩევნებში 14 მანდატი მოიპოვა. მას შემდეგ მისი მნიშვნელობა შემცირდა და პოლიტიკური არენიდან თითქმის გაქრა.
Muslim ruleინდოეთში მუსლიმანური მმართველობა 8-14 საუკუნეებში დამყარდა. XVI-XVIII საუკუნეებში ინდოეთის უმეტეს ნაწილს აკონტროლებდა მოგოლების მუსლიმანური იმპერია. მოგოლთა იმპერიის დაკნინების შემდეგ წარმოქმნილ ისეთ სახელმწიფოებში როგორც ავადი, მმართველობა მუსლიმთა შორის უკმაყოფილებას იწვევდა. მუსლიმები ბრიტანეთის ინდოეთის მოსახლეობის დაახლოებით 25-30%-ს, ხოლო შემდეგ პროვინციებში: ბელუჯისტანი, აღმოსავლეთი ბენგალი, ქაშმირის ველი, ჩრდილო-დასავლეთ სასაზღვრო პროვინცია, დასავლეთ პუნჯაბი და სინდი უმრავლოსებას შეადგენდნენ.
XIX საუკუნის ბოლოს წარმოიქმნა ინდოეთის ეროვნული კონგრესი, რომელიც 1885 წელდ დაფუძნდა როგორც ფორუმი და მალევე პოლიტიკურ პარტიად გარდაიქმნა. კონგრესს არ გამოუჩენია განსაკუთრებული ძალისხმევა მუსლიმანი მოსახლეობის დამოუკიდებლობაში ბრძოლაში ჩასართავად. ასევე მუსლიმი ლიდერების უმეტესობა არ ენდობოდა კონგრესს და არ მონაწილეობდა მის მუშაობაში.
გადამწყვეტ მომენტად იქცა 1900 წელს ბრიტანეთის მმართველების მიერ მიღებული გადაწყვეტილება, ოუდჰისა და აგრას გაერთიანებულ პროვინციაში (დღეისთვის უტარ-პრადეში) ჰინდის (დამწერლობით დევანაგარი) ოფიციალურ ენად გამოცხადების შესახებ. ამან მუსლიმანურ უმცირესობას გაუჩინა შიში, რომ დამოუკიდებელ ინდოეთში მათ შეეზღუდებოდათ რელიგიური თავისუფლება. ბრიტანეთის მთავრობის წარმომადგენელმა პერსივალ გრიფიტმა მიანიშნა მუსლიმები, რომ მათ უფლებები ინდუსებისგან დამოუკიდებლად უნდა დაეცვათ.[2]
სრულიად ინდოეთის მუსლიმთა ლიგა დააფუძნეს ალიგარის მოძრაობის წევრებმა. ეროვნულ დონეზე პარტიის დაფუძნება მოხდა 1901 წელს. მისი პირველი შეკრება გაიმართა 1906 წლის სექტემბერში. მეორე შეკრება გაიმართა 1906 წლის დეკემბერში, დაკაში გამართულ ყოველწლიურ საგანმანათლებლო შეკრებაზე, როდესაც დაამტკიცეს წინა შეკრებაზე მიღებული დებულებები და შეიმუშავეს ძირითადი სამუშაო გეგმა. მეანვილ ნავაბმა გამოაქვეყნა პარტიის დეტალური აღწერა და უწოდა სრულიად ინდოეთის მუსლიმთა ლიგა.[3]
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.