მხარე From Wikipedia, the free encyclopedia
სპერი (ამჟამად თურქეთის პროვინცია İspir — ისპირი) — თურქეთის ერთ-ერთი რაიონი ერზურუმის პროვინციაში, ისტორიულად საქართველოს ერთ-ერთი მხარე, მესხეთის ნაწილი, ბაგრატიონთა საგვარეულოს სამშობლო.
ადმინისტრაციული ერთეული | ||
---|---|---|
სპერი | ||
ქვეყანა | თურქეთი | |
კოორდინატები | 40°28′59″ ჩ. გ. 40°59′54″ ა. გ. | |
ფართობი | 2012 კმ² | |
ოფიციალური ენა | თურქული ენა | |
მოსახლეობა | 15 898 (2018) | |
სასაათო სარტყელი | UTC+3 | |
საფოსტო ინდექსი | 25900 | |
|
სპერი მდებარეობს ჭოროხის ზემო დინებაში. მკვლევართა დიდი ნაწილი სპერსა და მის მოსახლეებს მიიჩნევს აღმოსავლელი ქართული ეთნიკური, სახელმწიფოებრივი და კულტურული წრის შემადგენელ ნაწილად. ძვ. წ. V საუკუნეში ჰეროდოტე იხსენიებს მის მოსახლეობას — სასპერებს (ტერმინი შეიძლება ნაწარმოები იყოს მხარის სავარაუდო სახელწოდებისაგან „სასპერ“-ოდან). სპერის ტერიტორია შავ ზღვამდე აღწევდა (აქედან სახელწოდება „სპერის ზღუა“). ძვ. წ. IV—III საუკეებში სპერი, ქართლის სამეფოს წარმოქმნის დროისათვის, პროვინცია იყო (სტრაბონი სპერის „პარიადრის მთიანეთის“ სახელით იხსენიებს).
სპერის მხარის ერთი ნაწილი — ზემო სპერი სხვა ძველ ქართულ პროვინციებთან (ტაო, გოგარენე) პერიოდულად გადადიოდა ხან სომხეთის, ხან ქართლის მფლობელობაში. სომხეთის მფლობელობაში სპერის მხარის ეს ნაწილი მოქცეული იყო ძვ. წ. II საუკუნეში და ახ. წ. III—IV საუკუნეებში (387 წლამდე). სპერის ოლქის უდიდესი ნაწილი და საკუთრივ ძველი ქალაქი სპერი 1570-იანი წლების დამლევამდე თითქმის ყოველთვის შედიოდა საქართველოს სამეფოს საზღვრებში: XII-XIII საუკუნეებში საქართველოს ფეოდალური მონარქიის გამგებლობაში იყო, XIII საუკუნის II ნახევრიდან სამცხის სამთავროში (სამცხე-საათაბაგოში) შედის. XIII საუკუნის ბოლოს სამცხის მთავარმა ბექა მანდატურთუხუცესმა სპერში დაამარცხა ოსმალთა ლაშქარი. 1578 წლიდან ეს მხარე ოსმალეთის იმპერიამ მიიტაცა.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.