სოფლის მეურნეობის განვითარების საერთაშორისო ფონდი
გაეროს სპეციალიზებული სააგენტო / From Wikipedia, the free encyclopedia
სოფლის მეურნეობის განვითარების საერთაშორისო ფონდი (ინგლ. International Fund for Agricultural Development, ფრანგ. Fonds international de développement agricole, იტალ. Fondo Internazionale per lo Sviluppo Agricolo) — გაეროს საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტი, რომელიც განვითარებად ქვეყნებში სიღარიბისა და შიმშილის აღმოფხვრაზე მუშაობს. შეიქმნა 1977 წელს, როგორც საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაცია. მის შექმნას საფუძვლად დაედო 1974 წლის საკვები პროდუქტების მსოფლიო კონფერენციის გადაწყვეტილება. მსოფლიოს ღარიბი მოსახლეობის 75% განვითარებად ქვეყნებში, სოფლად ცხოვრობს, ამასთანავე განვითარებისთვის გამოყოფილი ოფიციალური დახმარების მხოლოდ 4% ხმარდება სოფლის მეურნეობას.
სია
სოფლის მეურნეობის განვითარების საერთაშორისო ფონდი |
||||||
---|---|---|---|---|---|---|
სოფლის მეურნეობის განვითარების საერთაშორისო ფონდი წევრი სახელმწიფოები
|
||||||
შტაბ-ბინა | რომი | |||||
ტიპი | განვითარების ფონდი | |||||
წევრი | 176 წევრი სახელმწიფო | |||||
ლიდერები | ||||||
- | პრეზიდენტი | ჟილბერ უნგბო | ||||
დაარსება | ||||||
- | დაარსდა | 1977 | ||||
საიტი ifad.org |
სოფლის მეურნეობის განვითარების საერთაშორისო ფონდის სტრატეგიული პოლიტიკა დეტალურად არის გაწერილი განვითარების საერთაშორისო ფონდის 2011–2015 წლების სტრატეგიაში: სოფლის მოსახლეობის სიღარიბის დაძლევა. მისი შტაბ-ბინა მდებარეობს იტალიის დედაქალაქ რომში და არის გაეროს განვითარების ჯგუფის წევრი[1]. სოფლის მეურნეობის განვითარების საერთაშორისო ფონდის პრეზიდენტია ტოგოელი ჟილბერ უნგბო, რომელიც ამ თანამდებობაზე 2017 წელს აირჩიეს ოთხი წლის ვადით.