From Wikipedia, the free encyclopedia
კარინ სოფი ადლერსპარე (შვედ. Sophie Adlersparre, ცნობილია ფსევდონიმით ესელდე; დ. 6 ივლისი, 1823 ― გ. 27 ივნისი, 1895)[1] ― XIX საუკუნის შვედეთში ქალთა უფლებების მოძრაობის ერთ-ერთი პიონერი. სკანდინავიაში პირველი ქალთა გაზეთის, Home Review (Tidskrift för hemmet), დამფუძნებელი და რედაქტორი (1859-1885); ხელსაქმის მეგობრების (Handarbetets vänner) ორგანიზაციის თანადამფუძნებელი (1874-1887); ფრედრიკა ბრემერის ასოციაციის დამფუძნებელი (Fredrika-Bremer-förbundet) და პირველი ორი ქალიდან ერთ-ერთი, რომელიც 1885 წელს შვედეთის სახელმწიფო კომიტეტში აირჩიეს.
სოფი ადლერსპარე | |
---|---|
სოფი ადლერსპარე, ბერტა ვალერიუსის ფოტო (1860-იანი წლები) | |
დაბადების სახელი | კარინ სოფი ლეიიონჰუფვუდი |
დაბადების თარიღი |
6 ივლისი, 1823 ჰელგერუმი, კალმარის ლენი, შვედეთი |
გარდაცვალების თარიღი |
27 ივნისი, 1895 სტრემი, სედერტელიე, შვედეთი |
სხვა სახელები | ესელდე |
საქმიანობა | გამომცემელი, რედაქტორი, მწერალი, ქალთა უფლებების დამცველი |
მეუღლე(ები) | აქსელ ადლერსპარე |
ჯილდოები | ილის კვორუმის მედალი |
სოფი ადლერსპარე ლეიონჰუფვუდების ოჯახში დაიბადა. იგი ვიცე-პოლკოვნიკ ბარონ ერიკ გაბრიელ კნუტსონ ლეიონჰუფვუდისა და სოფი ემერენტია ჰოპენსტედტის ოჯახში. დაწყებითი განათლება სახლში მიიღო, რის შემდეგაც ორი წელი სტოკჰოლმში, გოგონათა სკოლაში, ბიურსტრემის პანსიონში (Bjurströmska skolan) სწავლობდა.[1] 1869 წელს ის სამხედრო მეთაურ აქსელ ადლერსპარეზე (1812-1879) დაქორწინდა და ხუთი ბავშვის დედინაცვალი გახდა. ქმარი მას სოციალური რეფორმების საკითხებში მხარს უჭერდა.[1]
1895 წელს შვედეთის საზოგადოებაში შეტანილი წვლილისთვის სოფი ადლერსპარე ილის კვორუმის მედლით დაჯილდოვდა.[1]
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.