სოფიის უნივერსიტეტი
From Wikipedia, the free encyclopedia
სოფიის წმინდა კლიმენტ ოჰრიდელის სახელობის უნივერსიტეტი ან, უბრალოდ, სოფიის უნივერსიტეტი (ბულგ. Софийският университет „Св. Климент Охридски“; 1944-1989 წლებში სოფიის სახელმწიფო უნივერსიტეტი) — ბულგარეთის უძველესი უმაღლესი სასწავლებელი. დაარსდა 1888 წლის 1 ოქტომბერს. უნივერსიტეტის შენობა აშენდა 1924-1934 წლებში ძმების, ევლოგი და ხრისტო გეორგიევების ფინანსური მხარდაჭერით, რომელთა ქანდაკებებიც ახლა მის ფასადზეა გამოსახული. შენობის ფართობი შეადგენს 18 624 მ²-ს და ჯამში, 324 უძრავ ქონებას ფლობს.
სოფიის წმინდა კლიმენტ ოჰრიდელის სახელობის უნივერსიტეტი | |
---|---|
ლათ. Universitas Serdicensis | |
დევიზი | ცოდნა ძალაა |
დაფუძნდა | 1 ოქტომბერი, 1888 |
ატარებს სახელს | კლიმენტ ოჰრიდელი |
დამფუძნებელი (-ები) | 1st Grand National Assembly of Bulgaria |
ტიპი | საჯარო |
რექტორი | ანასტას გერჯიკოვი |
ქალაქი | სოფია |
ქვეყანა | ბულგარეთი |
ფერები | მეწამული |
კავშირები | International GLAM Labs Community[1] , ფრანკოფონიის საუნივერსიტეტო კავშირი[2] და European Open Science Cloud Association[3] |
აფილაცია | ევროპის უნივერსიტეტების ასოციაცია |
www.uni-sofia.bg |
უნივერსიტეტს გააჩნია 16 ფაკულტეტი და სამი დეპარტამენტი, სადაც განათლებას იღებს 21 000 სტუდენტზე მეტი. გარდა ამისა, მის განკარგულებაშია საუნივერსიტეტო ბიბლიოთეკა, გამომცემლობა, კომპიუტერული და სპორტული ცენტრები და რამდენიმე სხვა სტრუქტურა. ამჟამად, უნივერსიტეტის რექტორია ანასტას გერჯიკოვი.
სოფიის უნივერსიტეტი მუდმივად იკავებს ბულგარეთის საუკეთესო უნივერსიტეტის სტატუსს ეროვნული თუ საერთაშორისო რეიტინგებით და QS მსოფლიო უნივერსიტეტის რეიტინგით, ყოველთვის შედის მსოფლიოს უნივერსიტეტების საუკეთესო 4 პროცენტში.