სოუმაიის მუზეუმი
From Wikipedia, the free encyclopedia
სოუმაიის მუზეუმი (ესპ. Museo Soumaya) — კერძო მუზეუმი მეხიკოში, რომელიც არაკომერციული კულტურული დაწესებულებაა და ორ შენობას მოიცავს: პლასა კარსოსა და პლასა ლორეტოს. დაწესებულებაში დაცულია 66 000-ზე მეტი ნამუშევარი, რომელთა ასაკი 30 საუკუნესაც კი აღწევს. წარმოდგენილია ქანდაკებები კოლუმბამდელი პერიოდიდან, მესოამერიკისა და XX საუკუნის მექსიკური ხელოვნებიდან. წარმოდგენილია ევროპელი ხელოვანების ნამუშევრებიც, როგორებიცაა: სალვადორ დალი, ოგიუსტ როდენი, ბარტოლომე ესტებან მურილიო და ტინტორეტო. მუზეუმის კოლექციას ხშირად მოიხსენიებენ, როგორც ყველაზე სრულყოფილ ამგვარი ტიპის კოლექციად.[2][3]
სოუმაიის მუზეუმი | |
---|---|
ესპ. Museo Soumaya | |
მუზეუმის ექსტერიერი | |
19.440806°00′00″ ჩ. გ. 99.204583°00′00″ დ. გ. | |
დაარსდა | 1994 |
ქვეყანა | მექსიკა |
დამაარსებლები | კარლოს სლიმ ელუ |
მდებარეობა | მეხიკო და მიგელ-იდალგო |
ექსპონატი | 66 000+ |
ვიზიტორები | 1.1 მილიონი (2013)[1] |
დირექტორი | ალფონსო მირანდა |
ოფიციალური საიტი | museosoumaya.org |
მუზეუმს სახელწოდება სოუმაია დომითის საპატივაცემოდ ეწოდა, რომელიც 1999 წელს გარდაიცვლა და მუზეუმის დამაარსებლის, კარლოს სლიმ ელუს მეუღლე იყო.[4] 2013 წელს მუზეუმი 1 095 000 ადამიანმა მოინახულა, რითაც ეს მუზეუმი ამგვარი ტიპის დაწესებულებებს შორის მექსიკოში პირველია, მსოფლიოში კი 56-ე.[1] 2015 წლის ოქტომბერში მუზეუმს მეხუთემემილიონე ადამიანი ეწვია.[5] დაწესებულების დიზაინზე ფერნანდო რომერომ იმუშავა კომპანია Fr·ee-სთან ერთად.