Remove ads
From Wikipedia, the free encyclopedia
სონქოლი (ყირგ. Соң-Көл) — მთის ტბა ყირგიზეთში, ნარინის ოლქში. მდებარეობს ტიან-შანში, სონქოლთაუსა და მოლდოთაუს ქედებს შორის, ზღვის დონიდან 3016 მ სიმაღლეზე. ზედაპირის ფართობი 278 კმ², წყლის მოცულობა 2,4 კმ³, საშუალო სიღრმე 8,6 მ, მაქსიმალური სიღრმე 14 მ. ტბის ქვაბული ტექტონიკური წარმოშობისაა. ნაპირები დაბალია, სანაპირო ხაზი სუსტად არის შეჭრილ-შემოჭრილი, დაჭაობებულია, ადგილ-ადგილ გვხვდება ლერწამი. საზრდოობს მცირე ნაკადულებითა და მდინარეებით. გამოედინება მდინარე სონქოლი. სექტემბრის ბოლოდან მაისის ბოლომდე იძგიფება. ტბის ირგვლივ ხელუხლებელი საძოვრები და ნაკრძალის ზონაა. უახლოესი დიდი დასახლებული პუნქტია სოფელი ჩაექი. სონქოლი ეკოლოგიური ტურიზმის პოტენციური ობიექტია.
სონქოლი | |
---|---|
სონქოლი | |
კოორდინატები: 41°50′ ჩ. გ. 75°10′ ა. გ. | |
სიმაღლე ზღვის დონიდან | 3016 მ |
სიგრძე | 27 კმ |
სიგანე | 16 კმ |
ფართობი | 278 კმ² |
მოცულობა | 2,4 კმ³ |
საშუალო სიღრმე | 8,6 მ |
მაქსიმალური სიღრმე | 14 მ |
გამომდინარე მდინარე | სონქოლი |
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.