სონეტი
From Wikipedia, the free encyclopedia
სონეტი (იტალ. sonneto), მყარი სალექსო ფორმა. შეიცავს 14 სტრიქონს და ორ ნაწილად იყოფა. პირველ ნაწილში ორი ოთხტაეპედია (კატრენი), მეორეში კი – ორი სამტაეპედი (ტერცეტი), ძირითადად სონეტის სამი სახეობაა გავრცელებული: 1) "იტალიური" – კატრენების რითმული სქემა: abab abab ან abba abba, ტერცეტების სქემა: cdc dcd ან cde cde; 2) "ფრანგული" – კატრენების სქემა: abba abba, ტერცეტების სქემა: ccd eed ან ccd ede; 3) "ინგლისური" (შექსპირული) abab cdcd efef gg. მაგრამ ვიდრე ამ "მყარ" კომპოზიციურ ნიშნებს შეიძენდა, იწერებოდა 16–,17– ან 20–ტაეპოვანი სონეტებიც. სონეტის სამშობლოდ იტალიაა მიჩნეული, XVI საუკუნიდან მოყოლებული კი შეიძლება ვილაპარაკოთ სონეტზე, როგორც დასავლურ ევროპულ საერთო პოეტურ მოვლენაზე.
ამ სტატიაში არ არის მითითებული სანდო და გადამოწმებადი წყარო. |