From Wikipedia, the free encyclopedia
სონგქალას (სონგხლას) პროვინცია (ტაი: สงขลา; სამხრეთული ტაი:สงขลา; მალაიური: Singgora) — ტაილანდის სახმრეთში მდებარე ერთ-ერთი პროვინცია (ჩანგვუატი). მეზობელი პროვინციებია (აღმოსავლეთიდან საათის ისრის მიმართულებით): სატუნ, ფჰატთალუნგ, ნახონ სი თამმარატ, პატანი და იალა. სამხრეთით ესაზღვრება მალაიზიის კედასა და პერლისის პროვინციებს.
პროვინცია | |||||
---|---|---|---|---|---|
სონგხლას პროვინცია ტაი. สงขลา | |||||
| |||||
ქვეყანა | ტაილანდი | ||||
ადმ. ცენტრი | Songkhla | ||||
შიდა დაყოფა | Mueang Songkhla, Sathing Phra, Chana, Na Thawi, Thepha, Saba Yoi, Ranot, Krasae Sin, Rattaphum, Sadao, Hat Yai, Na Mom, Khuan Niang, Bang Klam, Singhanakhon და Khlong Hoi Khong | ||||
კოორდინატები | 7°12′19″ ჩ. გ. 100°35′49″ ა. გ. | ||||
ფართობი | 7,394 კმ² | ||||
მოსახლეობა | 1 432 628 კაცი (2018) | ||||
სიმჭიდროვე | 194 კაცი/კმ² | ||||
სასაათო სარტყელი | UTC+7 | ||||
სატელეფონო კოდი | 074 | ||||
საფოსტო ინდექსი | 90 | ||||
ოფიციალური საიტი | songkhla.go.th/event.php | ||||
სხვა პროვინციების უმეტესობისგან განსხვავებით, პროვინციის დედაქალაქი სონგხლა პროვინციის უდიდეს ქალაქს არ წარმოადგენს. მოსახლეობის მხრივ ლიდერობს ბევრად უფრო ახალი ქალაქი, სახელწოდებით: ჰატ იაი, რომლის მოსახლეობა 359 813 ადამიანია და თითქმის ორჯერ მეტია სონგხლას (163 072) მოსახლეობაზე. ეს ფაქტი ხშირად არასწორ მოსაზრებას იწვევს და ბევრს აფიქრებინებს, რომ პროვინციის დედაქალაქი ჰატ იაია.
პროვინცია მალაკის ნახევარკუნძულზე მდებარეობს, ტაილანდის ყურის სანაპიროზე. პროვინციის უმაღლესი წერტილი ხაო მაი კაეოა, რომლის სიმაღლეც 821 მეტრია.
პროვინციის ჩრდილოეთით მდებარეობს სონგხლას ტბა, ტაილანდის უდიდესი ბუნებრივი ტბა. ტბა არაღრმაა, რომლის ფართობიც 1,040 კვ. კმ.-ს მოიცავს. ტბის უდიდესი განფენილობა 78 კილომეტრია[1]. ტბაში ირრავადიული დელფინების მცირე რაოდენობა ცხოვრობს, მაგრამ ადგილობრივი მეთევზეების მიერ მათი შემთხვევითი დაჭერის გამო დელფინების გადაშენების საფრთხე არსებობს.
სონგხლას პროვინციაში ორი ეროვნული პარკი მდებარეობს. სან კალა ხირი 214 კვ. კმ. ფართობს მოიცავს და ტაილანდისა და მალაიზიის საზღვრამდე ვრცელდება.[2] ხაო ნამ ხანგი ასევე სასაზღვრო ნაწილში მდებარეობს, რომლის უდიდესი ნაწილი მთებს უჭირავს. [3]
ქალაქ სონგხლას მიმდებარედ მდებარეობს სამილას სანაპიროს კონცხი, რომელიც ყველაზე პოპულარული სანაპიროა მთელს პროვინციაში. აქვეა განთავსებული ცნობილი ქალთევზას სკულპტურაც. ორი კუნძული კო ნუ და კო მაუ (მაუსის და კატის კუნძულები), სანაპიროდან არც თუ ისე შორს მდებარეობენ, რომლებიც ასევე ტურისტული ღირსშესანიშნაობებია. ადგილობრივი ხალხური თქმულების თანახმად, კატა, თაგვი და ძაღლი ჩინური გემით მოგზაურობდნენ კრისტალის მოსაპარად. როდესაც ისინი ნაპირზე მიცურვას ცდილობდნენ კატა და თაგვი დაიხრჩო და მათ ადგილას ორი კუნძული გაჩნდა. ძაღლმა ნაპირამდე მიაღწია და შემდეგ გარდაიცვალა, რომელიც შემდგომშ გორაკი ხაო ტანგ კუანი გახდა. ბროლი, რომელიც მათ მოიპარეს ქვიშიან სანაპიროდ ქცეულა.[4]
სახელწოდება სონგხლა სინგგორას ტაილანდური ვერსიაა (ჯავი: سيڠڬورا), რომელიც მალაიურად ,,ლომების ქალაქს" ნიშნავს. ეს სახელწოდება ქალაქ სინგხოლას მიმდებარედ, ლომის ფორმის მთიდან მომდინარეობს.
რეგიონის მოსახლეობის ორი მესამედიდან სამ მეოთხედამდე ბუდისტები არიან, რომელთა უმრავლესობა წარმოშობით ტაილანდელი ან ტაილანდელი ჩინელია. [5]მოსახლეობის ერთი მეოთხედიდან მესამედამდე მუსლიმია, რომლების ადგილობრივ ტაილანდურ ჯგუფს შეადგენენ და რომელთა სახელწოდებაა სამ-სამ (,,შერეული").[6] მუსლიმანური მოსახლეობის ძალიან მცირე ნაწილი მალაიზიური წარმოშობისაა. სონგხლას მალაიელები ეთნიკური წარმოშობითა და კულტურით ძალიან ჰგვანან კელატანელებს, რომლებიც მალაიზიის სასაზღვრო ნაპირებში ცხოვრობენ. ისინი ლაპარაკობენ პატანის მალაიურ ენაზე, რომელიც ლექსიკური მარაგითა და გამოთქმებით განსხვავდება მალაიურისგან.
სონგხლას პროვინციის ყველაზე მნიშვნელოვანი ბუდისტური ტაძარია ვუატ მატჩიმავუატ (ასევე უწოდებენ ვუატ კლანგ), რომელიც საიბურის გზაზე, თვითონ ქალაქ სონგხლაში მდებარეობს.
კუნძულ კო იოზე, რომელიც სონგხლას ტბაში მდებარეობს, ადგილობრივებმა ხელით ნაქსოვი ნივთების გაყიდვა დაიწყეს. კუნძულით ასევე ცნობილია ადგილობრივი ჯეკფრუტის ვარიანტით, რომელსაც ჯამპადა ეწოდება.
პროვინციაში დამკვიდრებულია ჩაკ ფრაას ტრადიცია, რომელიც ოქტომბრის პირველ ღამეს ეწყობა. ის ბუდისტური ტრადიციია და მეტწილად, ტაილანდის სამხრეთ რეგიონებშია გავრცელებული. ღონისძიება აღინიძნება ნავით მსვლელობით და სხვადასხვა სპორტული აქტივობებით.
სექტემბერში ან ოქტომბერში ჩინურ მთვარის ფესტივალზე ტაი-ჩინელები მთვარეს ან ცათა დედოფალს წარსულისა და მომავალის გამო მადლობას სწირავენ.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.