სომხური საბჭოთა ენციკლოპედია
პირველი უნივერსალური ენციკლოპედია სომხურ ენაზე / From Wikipedia, the free encyclopedia
სომხური საბჭოთა ენციკლოპედია (რუს. Армянская советская энциклопедия; სომხ. Հայկական սովետական հանրագիտարան) — პირველი უნივერსალური ენციკლოპედიაა სომხურ ენაზე. გამოიცა 1974-87 წლებში 13 ტომად. (სსე-ს მთავარმა რედაქციამ მე-13 ტომი მიუძღვნა სომხეთის სსრ-ს). სარედაქციო კოლეგიის ხელმძღვანელი — ვ.ა. ამბარცუმიანი იყო, მთავარი რედაქტორი კი — კ.ს. ხუდავერდიანი.