სომხური ნაციონალიზმი
From Wikipedia, the free encyclopedia
სომხური ნაციონალიზმი (სომხ. Հայկական ազգայնականություն) — თანამედროვე პერიოდში არსებული, მიქაელ ჩამჩიანის მიერ შექმნილი რომანტიკული ნაციონალიზმი, რომლის მიზანიცაა ერთიანი, თავისუფალი და დამოუკიდებელი სომხური სახელმწიფოს შექმნა. სომეხთა ეროვნული გამოღვიძება 1880-იანი წლებიდან დაიწყო, ოსმალეთის იმპერიის მმართველობის პირობებში. სულ მალე, იგი მოედო რუსეთის იმპერიაში შემავალ სომხეთსაც. მალევე სომხურ ნაციონალიზმს დიდ დამცველად მოევლინა სომხური სამოციქულო ეკლესია. 1991 წლიდან, თანამედროვე სომხეთის რესპუბლიკის შექმნის შემდეგ, იქმნება ახლებური სომხური ნაციონალიზმი, გაცილებით უფრო ლიბერალური და კომპლექსური. აღსანიშნავია, რომ არსებობს „დიასპორის ნაციონალიზმსაც“, რომელიც გავრცელებულია სომხეთის საზღვრებს მიღმა მცხოვრებ სომხურ დიასპორებში, რათა თავიდან აირიდონ ადგილობრივ მოსახლეობასთან ასიმილაცია.