From Wikipedia, the free encyclopedia
სომხეთ-საფრანგეთის ურთიერთობები — მოიცავს სომხეთსა და საფრანგეთს შორის ორმხრივ დიპლომატიურ და კულტურულ ურთიერთობას. სომხეთის და საფრანგეთის ოფიციალური დიპლომატიური ურთიერთობები დამყარდა 1992 წლის 24 თებერვალს. ორ ქვეყანას შორის შესანიშნავი ურთიერთობის გამო 2006 წელი საფრანგეთში გამოცხადდა როგორც სომხეთის წელი.[1]
საფრანგეთი |
სომხეთი |
დიპლომატიური ურთიერთობები დამყარდა 1992 წლის 24 თებერვალს. 2009 წლის 2 ოქტომბერს ვიგენ ჩიტეჩიანი დაინიშნა საფრანგეთში სომხეთის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩად.[2] 2010 წლის 5 ნოემბერს, სომხეთის რესპუბლიკაში საფრანგეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ჰენრი რეინაუდმა სომხეთის პრეზიდენტს სერჟ სარგსიანს სიგელი გადასცა. ასევე, 2011 წლის 1 დეკემბერს ვარდან სირმაკესი დაინიშნა სომხეთის გენერალურ კონსულად ქალაქ მარსელში.[3]
მიუხედავად იმისა, რომ სომხეთში არის ძალიან მცირე ფრანგულენოვანი მოსახლეობა, საფრანგეთთან მისი ისტორიული კავშირის გამო, სომხეთი შეირჩა 2018 წელს ჩატარებულ ორწლიან ფრანკოფონიის სამიტზე.[4] ფრანგული ენა ისწავლება სომხეთის ფრანგულ უნივერსიტეტში, რომელიც მდებარეობს დედაქალაქ ერევანში.
2007 წელს ორ ქვეყანას შორის სავაჭრო ბრუნვა 59,2 მილიონ ევროს შეადგენდა (აქედან 56,5 მილიონი ევროს საფრანგეთიდან სომხეთში ექსპორტი შეადგენდა, ხოლო 2,7 მილიონ ევროს კი სომხეთიდან საფრანგეთში მთლიანი ექსპორტი). [5]
1915 წელს, ფრანგებმა მიიღეს ათობით ათასი სომეხი თავიანთ ქვეყანაში. საბოლოოდ მოსახლეობის დიდი ნაწილი დასახლდა ლიბანში, ძირითადად ქალაქ ანჯარში.
1998 წელს, საფრანგეთის ეროვნული ასამბლეის დადგენილებით, რომელშიც ნათქვამია, რომ „საფრანგეთი ცნობს 1915 წლის სომხების გენოციდს.“, რაც თურქეთის მხრიდან ძლიერი წინააღმდეგობით იქნა აღქმული.[6]საფრანგეთი ასევე იყო პირველი ევროპული ქვეყანა, რომელმაც ოფიციალურად აღიარა სომხური გენოციდი.
2006 წელს, საფრანგეთსა და თურქეთს შორის დაძაბულობამ იმატა მას შემდეგ, რაც საფრანგეთის ეროვნულმა ასამბლეამ ხმა მისცა კანონპროექტს, რომელიც სომხეთის გენოციდის უარყოფას უკანონო ქმედებად სცნობდა.
2011 წლის მონაცემებით საფრანგეთში დაახლოებით 600 000 სომეხი ცხოვრობდა, სომხური დიასპორის ფრანგული ოფისის დირექტორმა ჰრატ ვარჯაბედიანმა ისაუბრა სომხური წარმოშობის 400 000 სომეხ ამომრჩეველზე.[7][8].
„INSEE“- ის თანახმად, 2008 წელს, საფრანგეთში სომხური წარმოშობის 14 732 ადამიანი დაიბადა.[9]
სომხური საზოგადოება ძირითადად გვხვდება მარსელში (რომლებიც სომხების გენოციდის შემდეგ აქ ქალაქში დასახლდნენ)[10], ლიონში, ვალენსიში, პარიზსა და მის გარეუბნებში (ძირითადად, არნუვილში, ალფორფილში, კლამარტსა და ისსი-ლეს-მოლინაქში).
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.