From Wikipedia, the free encyclopedia
სომხეთ-კვიპროსის ურთიერთობები აღნიშნავს ორმხრივ ურთიერთობებს სომხეთსა და კვიპროსს შორის. კვიპროსი სომხეთს მხარს უჭერს სომხების გენოციდის აღიარებაში, ეკონომიკურ სტაბილურობასა და მთიანი ყარაბაღის კონფლიქტში. სამაგიეროდ, სომხეთი 1974 წლიდან კვიპროსს მხარს უჭერს თურქეთთან კონფლიქტში. დღეისთვის სომხეთი და კვიპროსი ურთიერთთანამშრომლობენ ისეთ სფეროებში, როგორიცაა: ვაჭრობა, სამხედრო სფერო, სადაზვერვო სამსახური, საგარეო პოლიტიკა და ხელოვნება.[1]
კვიპროსი ერთ-ერთი პირველი ქვეყანა იყო, რომელმაც სომხების გენოციდი ცნო, როდესაც 1965 წლის 25 იანვარს საგარეო საქმეთა მინისტრმა, სპიროს კუპრიანოუმ გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალურ ასამბლეაზე საკითხი წამოწია. კვიპროსის საგარეო საქმეთა მინისტრსა და კვიპროსის სომხური ეროვნული კომიტეტის წევრებს, ანანია მაჰდესიანსა და ვარტკეს სინანიანს შორის გაფორმდა მემორანდუმი გაერთიანებული ერების ორგანიზაციაში საკითხის წამოწევიას კვიპროსის მხარდაჭერის შესახებ.[2]
კვიპროსი ევროპის პირველი ქვეყანა (მსოფლიოში კი მეორე, ურუგვაის შემდეგ) იყო, რომელმაც ოფიციალურად აღიარა სომხების გენოციდი. 1975 წლის 24 აპრილს, კვიპროსის პარლამენტში ერთხმად მხარი დაუჭირეს 36-ე რეზოლუციას, შემდგომში გენოციდთან დაკავშირებით პარლამენტში კიდევ ორი რეზოლუცია მიიღეს: 74-ე როზოლუცია (1982 წლის 29 აპრილი), რომელიც საგარეო საქმეთა საპარლამენტო კომიტეტმა დაამტკიცა; 103-ე რეზოლუცია (1990 წლის 19 აპრილი) რომელიც პარლამენტის ყველა პარტიამ მიიღო. რეზოლუციის თანახმად, კვიპროსში 24 აპრილი სომხთა გენოციდის გახსენებისადმი მიძღვნილი დღეა.[3]
კვიპროსის ქალაქებში: ლარნაკა, ლიმასოლი და ნიქოზია სომხური დაწყებითი სკოლები, ხოლო დედაქალაქში გიმნაზიაც მდებარეობს. ნიქოზიაში მდებარეობს ძმებ მელქონიანების სახელობის საგანმანათლებლო ინსტიტუტიც, რომელიც 1926 წელს დაარსდა. ინსტიტუტში სომხური ენის გარდა ყველა საგანი ინგლისურ ენაზე ისწავლება, ხოლო ზოგიერთი კურსი უცო ენებზე: ბერძნულ, ფრანგულ, არაბულ, სპარსულ, რუსულ და ბულგარულე ენებზე იკითხება. სომხეთში ფუნქციონირებს ყოველდღიური რადიოპროგრამა, რომელსაც Cyprus Broadcasting Corporation გადასცემს. პროგრამა მოიცავს ექსტენსიურ ინტერვიუებს, კულტურულ მოხსენებებსა და მუსიკას. კვიპროსში ორი სომხური გაზეთი გამოიცემა: „Artsankank“ (1995) და „Azad Tsayn“ (2003). გაზეთებში ნაციონალური და საერთაშორისო სიახლეები ძირითადად სომხურ ენაზეა, ხოლო ზოგიერთი სვეტი ბერძნულ და ინგლისურ ენაზეც იწერება.
კვიპროსი და სომხეთი ყოველწლიურად მართავენ ბიზნეს-ფორუმებს ნიქოზიასა და ერევანში, რომელთა მიზანიც ქვეყნებს შორის ვაჭრობისა და ინვესტირების ხელშეწყობაა. სომხური კომპანიები კვიპროსულ კომპანიებთან თანამშრომლობით ევროპის კავშირისა და ახლო აღმოსავლეთის ბაზრებზე უფრო ეფექტურად მოღვაწეობენ. სამაგიეროდ, სომხეთი კვიპროსს სამხრეთ კავკასიასთან თანამშრომლობაში უწყობს ხელს.[4]
კვიპროსის სომხური თემი კვიპროსის მთავრობისგან დიდი რაოდენობით გრანტს იღებს, რომელსაც ორგანიზაცია კონცერტების, საცეკვაო ღონისძიებების, სამხატვრო და ფოტოგრაფიული გამოფენებისა და ლიტერატურული ღონისძიებების მოსაწყობად იყენებს. კვიპროსელი სომხების ოფისი სხვადასხვა კულტურულ ღონისძიებას ატარებს, მათ შორის, ყოველწლიურ წიგნების შემოდგომის გამოფენას. 1996 წელს ახლო აღმოსავლეთის სომხური კვლევების ცენტრი დაარსდა, სადაც ამჟამად ბიბლიოთეკა და არქივია განთავსებული.[5]
1988 წლის დეკემბერში სომხეთში მომხდარი მიწისძვრის შემდეგ კვიპროსის რესპუბლიკა ერთ-ერთი პირველი ქვეყანა იყო, რომელმაც სომხეთში სამედიცინო პრეპარატები, ექიმები და ფინანსური დახმარება გაგზავნა.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.