სომხეთის ჭადრაკის ფედერაცია
From Wikipedia, the free encyclopedia
სომხეთის ჭადრაკის ფედერაცია (სომხურად: Հայաստանի շախմատային ֆեդերացիա) — სახელმწიფო საჭადრაკო ორგანიზაცია სომხეთში. ორგანო დაარსდა 1927 წელს. იგი პასუხისმგებელია სომხეთში ქალთა და მამაკაცთა ინდივიდუალური და საკლუბო ჩემპიონატების ორგანიზებასა და სხვადასხვა მნიშვნელოვან საერთაშორისო ტურნირებზე მონაწილეობისათვის, ასევე ქმნის სომხეთის ქალთა და მამაკაცთა ეროვნულ გუნდებს.