სომხეთის მინერალური ინდუსტრია
From Wikipedia, the free encyclopedia
სომხეთის მინერალური ინდუსტრია — სომხეთის ეკონომიკის ერთ-ერთი მთავარი სექტორია, 2017 წელს მისი ექსპორტის 30.1%-ს შეადგენდა. [1] სომხეთი მოლიბდენის ძირითადი მწარმოებელი ქვეყანაა, მოლიბდენი გამოიყენება, ფოლადის ზოგიერთ მაღალხარისხოვან და სხვა მეტალთან შენადნობებში. ზანგეზურის საბადოში, მოიპოვებენ სპილენძსა და მოლიბდენს, ამ საბადოს გააჩნია მოლიბდენის დიდი რეზერვი. გარდა მოლიბდენისა, სომხეთს აქვს სხვა მნიშვნელოვანი საბადოები, სადაც მოიპოვება სპილენძი, მცირე დოზით კი ტყვია, ვერცხლი და თუთია, ასევე სამრეწველო მინერალების საბადოები, მათ შორის ბაზალტის, დიატომიტი, გრანიტი, თაბაშირი, კირქვისა და პერლიტის.[2]
სომხეთის განვითარების სააგენტოს მონაცემებით, სომხეთს აქვს 670-ზე მეტი საბადო (მასში შედის: სამშენებლლო მასალების, შავი და ფერადი ლითონების საბადოები), მათ შორის 30 არის რკინის არშემცველი ლითონების და ძვირფასი ლითონის საბადოები. ამ საბადოებიდან ამჟამად ფუნქციონირებს 400-მდე. ლითონის საბადოებს შორის აღსანიშნავია, 7 საბადო რომელშიც მოიპოვებენ სპილენძსა და მოლიბდენს, 3-ში მხოლოდ სპილენძს, 13-ში ოქროსა და ოქროს-პოლიმეტალებს (ანუ ოქროს გარდა შეიცავს სხვა ლითონებს) და 2-ში რკინას. გარდა ამ საბადოებისა, რომლებიც ჩაწერილები არიან სახელმწიფოს მინერალური რესურსების სიაში, აღმოჩენილია სხვა ადგილებში, დამატებით კიდევ 115 საბადო.