სომხეთის ეროვნული ბიბლიოთეკა (სომხ. Հայաստանի Ազգային Գրադարան ) — ეროვნული საჯარო ბიბლიოთეკა სომხეთის დედაქალაქ ერევანში. დაარსდა 1832 წელს, როგორც ერევნის სახელმწიფო გიმნაზიის ნაწილი. ბიბლიოთეკა მთელი რესპუბლიკის კულტურულ საცავს წარმოადგენს.

სწრაფი ფაქტები სომხეთის ეროვნული ბიბლიოთეკა, ზოგადი ინფორმაცია ...
სომხეთის ეროვნული ბიბლიოთეკა
Հայաստանի Ազգային Գրադարան
Thumb
ზოგადი ინფორმაცია
ქვეყანა სომხეთი[1]
მისამართი Տերյան փող. 72[1]
კოორდინატები 40°11′24″ ჩ. გ. 44°31′23″ ა. გ.
დაიწყო 1832
გაიხსნა 1832 წელს
საიტი
www.nla.am
დახურვა

ბიბლიოთეკის ამჟამინდელი შენობა 1939 წლით თარიღდება და მდებარეობს კენტრონის რაიონში, თერიანის ქუჩაზე. იგი დააპროექტა არქიტექტორმა ალექსანდრე თამანიანმა შვიდი მილიონი წიგნის დასატევად. 1925-1990 წლებში ბიბლიოთეკა ალექსანდრე მიასნიკიანის სახელს ატარებდა.

ამჟამად, ბიბლიოთეკის ფონდი 6,6 მილიონ წიგნს მოიცავს.[2]

უძველესი ნიმუშები

  • ბიბლიოთეკის უძველესი ნაბეჭდი წიგნია ურბატაგირკი, გამოცემულია ვენეციაში 1512 წელს.[3]
  • ბიბლიოთეკის უძველესი რუკა თარიღდება 1695 წლით, გამოცემულია ამსტერდამში.
  • ბიბლიოთეკის უძველესი გაზეთია აზდარარი, გამოცემულია ჩენაიში 1794 წელს.

იხილეთ აგრეთვე

რესურსები ინტერნეტში

სქოლიო

Wikiwand in your browser!

Seamless Wikipedia browsing. On steroids.

Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.

Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.