![cover image](https://wikiwandv2-19431.kxcdn.com/_next/image?url=https://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/2/24/%25D5%2580%25D4%25B1%25D5%2580_%25D5%25AC%25D5%25B8%25D5%25A3%25D5%25B8.png/640px-%25D5%2580%25D4%25B1%25D5%2580_%25D5%25AC%25D5%25B8%25D5%25A3%25D5%25B8.png&w=640&q=50)
სომხეთის ამერიკული უნივერსიტეტი
From Wikipedia, the free encyclopedia
სომხეთის ამერიკული უნივერსიტეტი (საუ) (სომხ. Հայաստանի Ամերիկյան Համալսարան) — კერძო, დამოუკიდებელი სასწავლო დაწესებულება სომხეთის დედაქალაქ ერევანში, რომელიც 1991 წელს დაარსდა. უნივესტიტეტის გახსნის იდეა სპიტაკის მიწისძვრის შემდეგ გაჩნდა. სომხეთის ამერიკული უნივერსიტეტი არის პირველი დასავლური სტილის სასწავლო დაწესებულება სომხეთში.
სომხეთის ამერიკული უნივერსიტეტი | |
---|---|
Հայաստանի Ամերիկյան Համալսարան | |
![]() | |
| |
დაფუძნდა | 1991 |
ტიპი | კერძო |
თანამშრომელი | 71 |
პრეზიდენტი | არმენ დერ კიურეგიანი |
სტუდენტი | 2000 |
მისამართი | 40°11′35″ ჩ. გ. 44°30′16″ ა. გ. |
ქალაქი | ერევანი |
ქვეყანა | სომხეთი |
ტელეფონი | +374-10-324040 |
კავშირები | კალიფორნიის უნივერსიტეტი |
aua.am |
უნივესტიტეტში სამაგისტრო სწავლებას მიმდონარეობს რვა ძირითადი მიმართულებით, ესენია: ბიზნეს ადმინისტრირება, სამრეწველო ინჟინერია და მართვის სესტემები, კომპიუტერული და საინფორმაციო მეცნიერებები, პოლიტიკური მეცნიერებები, საზოგადოებრივი ჯანდაცვა, სამართალი, სამართლებლივი კვლევები და ინგლისური ენის სწავლება. 2013 წლიდან უნივერსიტეტმა დაიწყო საბაკალავრო სწავლება შემდეგი მიმართულებებით: კომპიუტერული მეცნიერებები, ბიზნესი, ინგლისური და კომუნიკაცია. სომხეთის ამერიკული უნივესტიტეტი ცდილობს სწავლა ხელმისაწვდომი გახადოს უცხოელებისთვისაც.
სტუდენტებს შეუძლიათ მიიღონ სერთიფიკატი გარემოს დაცვის სამეცნიერო-კვლევებში. სასწავლო პროგრამის არჩევისას „საუ“ ასევე სთავაზობს სტუდენტებს ინგლისური ენისა და კომპიუტერული პროგრამების სწავლებას.