სომხეთის ადმინისტრაციული დაყოფა
From Wikipedia, the free encyclopedia
სომხეთი დაყოფილია თერთმეტ ადმინისტრაციულ დანაყოფად. მათგან ათი პროვინციაა, რომელთაც სომხურად მარზი ჰქვია, რაც თავად წარმოებულია სპარსული სიტყვისგან mærz, რომელიც „საზღვარს“ აღნიშნავს. ერევანი ცალკეა გამოყოფილი და როგორც ქვეყნის დედაქალაქს მინიჭებული აქვს განსაკუთრებული სტატუსი. ათი მარზის აღმასრულებლებს მარზპეტები ეწოდებათ (შუა სპარსული marzbod-იდან, რაც „საზღვრის გამგებელს“ ნიშნავს). მათ სომხეთის მთავრობა ნიშნავს. ერევნის მთავარი აღმასრულებელი მერია, რომელსაც პრეზიდენტი ნიშნავს.