![cover image](https://wikiwandv2-19431.kxcdn.com/_next/image?url=https://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/a/ab/Albert_Azaryan_stamp.jpg/640px-Albert_Azaryan_stamp.jpg&w=640&q=50)
სომეხი ოლიმპიური ჩემპიონების სია
From Wikipedia, the free encyclopedia
ისტორიული და პოლიტიკური მიზეზების გამო სომხეთს ოლიმპიურ თამაშებზე მცირე წარმომადგენლობა ჰყავდა. თრდატ III და ვარაზდატი იყვნენ სომხეთი მეფეები, რომლებიც გახდნენ ჩემპიონები უძველეს ოლიმპიურ თამაშებში[1][2][3][4][5][6][7][8][9][10][11][12][13]. პირველი სომეხი წარმომადგენლები თანამედროვე ოლიმპიურ თამაშებზე ოსმალეთის იმპერიის სახელით გამოვიდნენ 1912 წლის სტოკჰოლმის ზაფხულის ოლიმპიადაზე[14]. პირველი მედალი სომეხმა გამომსვლელმა 1920 წლის ანტვერპენის ოლიმპიადაზე მოიპოვა, თუმცა იგი აშშ-ს სახელით ასპარეზობდა[15]. პირველი ოქროს მედალი სომეხმა სპორტსმენმა 1952 წელს მოიპოვა საბჭოთა კავშირის სახელით.
![Thumb image](http://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/a/ab/Albert_Azaryan_stamp.jpg/640px-Albert_Azaryan_stamp.jpg)
მართალია სომხეთმა დამოუკიდებლობა 1991 წელს მოიპოვა, თუმცა 1992 წლის ოლიმპიადაზე სომეხი სპორტსმენები საბჭოთა კავშირის სახელით გამოვიდნენ. სომხეთის ოლიმპიური კომიტეტი 1990 წელს შეიქმნა, საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის წევრი კი მხოლოდ 1993 წელს გახდა[16], ასე რომ, 1994 წელს ოლიმპიურ თამაშებზე სომხეთს საკუთარი წარმომადგენლობა ჰყავდა.