![cover image](https://wikiwandv2-19431.kxcdn.com/_next/image?url=https://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/8/8b/Scotia_Sea_1996.jpg/640px-Scotia_Sea_1996.jpg&w=640&q=50)
სკოშის ზღვა
ზღვა / From Wikipedia, the free encyclopedia
სკოშის ზღვა ან სკოტიის ზღვა (Scotia Sea) — კუნძულთშორისი ზღვა სამხრეთის ოკეანესა და ატლანტის ოკეანეში. განფენილია სამხრეთ გეორგიის, სამხრეთ სენდვიჩისა და სამხრეთ ორკეინის კუნძულებს შორის. დასავლეთით დრეიკის სრუტით უერთდება წყნარ ოკეანეს. ფართობი 3 მლნ. კმ²-ს აღემატება, სიღრმე 5000 მ-ზე მეტია. წყლის ტემპერატურა ზედაპირზე 6-დან — 1°C-მდე. მარილიანობა დაახლოებით 34 ‰. ზღვის სამხრეთი ნაწილი წლის უმეტეს დროს დაფარულია მოდრეიფე ყინულით. ზღვაში განვითარებულია ვეშაპის რეწვა. სახელი ეწოდა 1932 წლის შოტლანდიელების ანტარქტიდული ექსპედიციის გემის სახელის მიხედვით.
სწრაფი ფაქტები სკოშის ზღვა, ზოგადი ინფორმაცია ...
სკოშის ზღვა | |
---|---|
![]() | |
სკოშის ზღვა | |
ზოგადი ინფორმაცია | |
ოკეანის აუზი | სამხრეთის ოკეანე ატლანტის ოკეანე |
ტიპი | კუნძულთშორისი ზღვა |
ფართობი | 3 მლნ. კმ² |
უდიდესი სიღრმე | 5000 მ |
მარილიანობა | 34 ‰ |
![]() სკოშის ზღვის მდებარეობა ანტარქტიდის რუკის ფონზე |
დახურვა