სკოვილის სკალა
From Wikipedia, the free encyclopedia
სკოვილის სკალა — წიწაკის სიცხარის საზომი. სკალას სახელი ეწოდა მისივე გამომგონებლის, ამერიკელი ფარმაცევტის უილბურ სკოვილის მიხედვით. მის მიერ 1912 წელს შემუშავებული მეთოდი „სკოვილის ორგანოლეპტიკური ტესტის“ სახელითაა ცნობილი. სკოვილის სკალის მიხედვით დღესდღეობით ყველაზე ცხარე წიწაკად ითვლება „კაროლაინა რიპერი“, იგივე HP22B.