From Wikipedia, the free encyclopedia
სკაგერაკი — სრუტე ნორვეგიას, შვედეთის სამხრეთ-დასავლეთ სანაპიროსა და დანიის ნახევარკუნძულ იუტლანდიას შორის, რომელიც ჩრდილოეთის ზღვას აკავშირებს კატეგატის სრუტესთან და ბალტიის ზღვასთან.
სახელწოდებები სკაგერაკი და კატეგატი ორივე დანიური წარმოშობისაა. სკაგერაკი დანიურად დაახლოებით სკაგენის არხს ნიშნავს. დანიური ქალაქ სკაგენის მიხედვით, რომელიც დანიის ტერიტორიის უკიდურეს ჩრდილოეთში მდებარეობს. რაკ ნიშნავს სრუტეს, სანაოსნო გზას.[1][2]
სკაგერაკი არს 240 კილომეტრის სიგრძის და 80-140 კილომეტრის სიგანის. ის ღრმავდება ნორვეგიის სანაპიროს გასწვრივ და ნორვეგიის ტრანშთან 700 მეტრს აღწევს. სკაგერაკის გასწვრივ მდებარეობს რამდენიმე ნორვეგიული და შვედური პორტი: ოსლო, კრისტიანსენი, უდევალა, შტრომშტადი.
საერთაშორისო ჰიდროგრაფიული ორგანიზაციამ სკაგერაკის საზღვრები შემდეგნაირად განსაზღვრა:[3]
სამხრეთით. ხაზი გრძელდება ჰანსტოლმამდე (57°07′ ჩ. გ. 83°06′ ა. გ.) და ლინდესნესამდე 58° ჩ. გ. 7° ა. გ.).
სამხრეთ-აღმოსავლეთით. კატეგატის ჩრდილოეთ საზღვარი (სკაგენთან, დანიის უკიდურესი ჩრდილოეთი 57°54′ ჩ. გ. 11°27′ ა. გ.).
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.